From Wikipedia, the free encyclopedia
Nursery Cryme (ქართ. დანაშაული საბავშვო ოთახში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1971 წელს, ლეიბლზე Charisma Records. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი დრამერ ფილ კოლინზის და გიტარისტ სტივ ჰეკეტის მონაწილეობით. ალბომი ჩაიწერა 1971 წლის აგვისტოში, 1970–71 წლების ტურნეს შემდეგ, რომელიც წინა სტუდიური ჩანაწერის, Trespass-ის მხარდასაჭერად გაიმართა.
Nursery Cryme | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 12 ნოემბერი, 1971 | |||
ჩაიწერა | აგვისტო, 1971 | |||
სტუდია | Trident Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 39:29 | |||
ლეიბლი | Charisma | |||
პროდიუსერი | ჯონ ენტონი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Nursery Cryme | ||||
|
ჯენესისი დაუბრუნდა ხუთკაციან შემადგენლობას სტივ ჰეკეტის 1971 წლის იანვარში გამოჩენის შემდეგ. მანამდე რამდენიმე თვით ადრე ჯგუფს შეუერთდა დრამერი ფილ კოლინზი. ამრიგად, ჰეკეტამდე კოლექტივში შედიოდნენ: კოლინზი, პიტერ გებრიელი (ვოკალი), ტონი ბენქსი (კლავიშებიანები) და მაიკ რეზერფორდი (ბას-გიტარა). ოთხი მუსიკოსისგან შემდგარ ჯენესისში ბენქსი უკრავდა გიტარაზე და კლავიშებიანებზე. თავად ტონი იხსენებდა, რომ ერთდროულად ორ კლავიშებიან ინსტრუმენტზე დაკვრამ მისი ტექნიკა დახვეწა. ჯენესისმა გამართა ტურნე Trespass, რომელიც 1971 წლის ივლისში დაასრულა. ამ მომენტიდან მიმდინარეობდა მომზადება ახალი ალბომის ჩასაწერად. სიმღერები დაიწერა კრაუბოროში (აღმოსავლეთი სასექსი) მდებარე სახლში, რომელსაც მათი მენეჯერი ტონი სტრეტონ-სმითი ფლობდა.[1]
Nursery Cryme ჩაიწერა 1971 წლის აგვისტოში, სტუდიაში Trident Studios, პროდიუსერ ჯონ ენტონის თანაშემწეობით.[2] გარეკანზე, ისევე, როგორც წინა ჩანაწერის შემთხვევაში, მუშაობდა პოლ უაიტჰედი.[3] მასზე ასახულია სცენები ალბომის პირველი კომპოზიციიდან „The Musical Box“ და კოქსჰილი, მამული კროკეტის მინდვრით, სადაც გებრიელი იზრდებოდა.[4][5]
„The Musical Box“ წარმოიშვა ჯენესისის ყოფილი გიტარისტის, ენტონი ფილიპსის ინსტრუმენტული კომპოზიიიდან [6], რომელსაც „F#“ ეწოდებოდა, მოგვიანებით კი Jackson Tapes-ის სახელით იყო ცნობილი (ეს ვერსია შეტანილია ბოქს-სეტში Genesis 1970–1975). ფინალურ ვერსიაში გამოყენებული სოლოს ავტორია მიკ ბერნარდი, რომელიც ფილიპსს ხანმოკლე პერიოდით ჩაენაცვლა.[7]
„For Absent Friends“, ალბომის მეორე სიმღერა, არის ჯენესისის პირველი ჩანაწერი ფილ კოლინზის, როგორც წამყვანი ვოკალისტის მონაწილეობით. „The Return of the Giant Hogweed“ არის ამბავი ტოქსიკური მცენარის Heracleum mantegazzianum გავრცელების შესახებ, მას შემდეგ, რაც იგი რუსეთში „დაიჭირა“ და ინგლისში შემოიტანა ვიქტორიანული ეპოქის მკვლევარმა.[8]
ალბომის სახელწოდება არის სიტყვების თამაში nursery rhyme-ით (ქართ. საბავშვო სიმღერა) და crime-ით (ქართ. დანაშაული).
Nursery Cryme გამოვიდა 1971 წლის ნოემბერში. ალბომი 1974 წლის მაისამდე ბრიტანეთის ჩარტში არ მოხვედრილა. შეაღწია რა ამ სიაში, იგი 39-ე პოზიციამდე ავიდა და მხოლოდ 1984 წლის მარტში დაბრუნდა - 68-ე ადგილამდე ასვლით. იტალიაში ალბომი #4 იყო.[9]
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [10] |
რობერტ კრისტგოუ | C−[11] |
Rolling Stone | (შერეული) |
The Rolling Stone Album Guide | [12] |
კრიტიკოსთა მიერ ალბომის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. რიჩარდ კრომლინი (Rolling Stone) დასკვნის სახით წერდა, რომ „Nursery Cryme-ის მთავარი პრობლემა არის არა ჯენესისის კონცეფციები, რომლებიც, სხვა თუ არაფერი, სასტიკად მახვილგონიერი და საყვარლად ექსცენტრიულია; არც მათი მუსიკალური სტრუქტურების ხანგრძლივი, მრავალი ნაწილისგან შემდგარი ფარგლები, რომლებზეც დამოკიდებულია თხრობები; არც შესრულება, რომელიც დროდადრო ფრიად უხალისოა. სინამდვილეში პრობლემაა საშინელი პროდიუსერული სამუშაო, ბინძური, უცხო ხორცი, რომელიც მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად აუცილებელია დასარტყმელი საკრავების და გიტარების აფეთქებები, ორგანის კივილი და ვოკალის ბასრი გამოყენება, ჩუმად ჟღერს“. თუმცა, მან დრო ადგილი დაუთმო რამდენიმე სიმღერის დადებითად შეფასებას და აღნიშნა, რომ ჯგუფის იმედი ჰქონდა.
შემდეგ წლებში გამოქვეყნებული რეტროსპექტიული მიმოხილვები უფრო დადებითი იყო. BBC Music აღიარებდა ჯგუფის ორ ახალ წევრს, როგორც ფუნდამენტურს ჯენესისის საშემსრულებლო წარმატებისთვის, ხაზს უსვამდა რა, რომ „კოლინზის მახვილ დასარტყმელ საკრავებს ემატება მისი გებრიელივით ჟღერადობის საოცარი ნიჭი.[...] ჰაკეტის ტეპინგის და კრეშენდოების ტექნიკამ მართლაც გააფართოვა ჯგუფის პალიტრა, რამაც ტონი ბენქსს მეტი სივრცე მისცა მისი Delius-ის ორგანზე საფირმო ნიშნის მქონე შესრულებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ Mellotron-ზე.“ მან აგრეთვე დაამატა, რომ „ჯენესისმა ფაქტობრივად საკუთარი ჟანრი გამოიგონა, ედვარდისეული როკი.“[13] მიუხედავად იმისა, რომ AllMusic-ის სტივენ თომას ერლეუაინი ალბომს მეტად უსწორმასწოროს უწოდებდა, მისი აზრით „The Musical Box“ და „The Return of the Giant Hogweed“ წარმოადგენენ „ნამდვილ შედევრებს“ და „თუკი ალბომის დანარჩენი სიმღერები არ არის ასეთი მიმზიდველი ან სტრუქტურირებული, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ამ სიმღერებში გამოჩნდა, თუ რა შეეძლო ჯენესისს და მათ კვლავ თვლიან ჯგუფის შესაძლებლობების მწვერვალად“.[10] რობერტ კრისტგოუს მიმოხილვა კი მთლიანად სარკაზმით გაჯერებული შეძახილებისგან შედგებოდა.[11] გედი ლიმ (ჯგუფი Rush) The Quietus-თან ინტერვიუში ახსენა, რომ ეს ალბომი მისი ერთ-ერთი საყვარელი ჩანაწერია.[14]
ყველა სიმღერის ავტორები - ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი[2].
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Musical Box“ | 10:24 |
2. | „For Absent Friends“ | 1:44 |
3. | „The Return of the Giant Hogweed“ | 8:09 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Seven Stones“ | 5:08 |
2. | „Harold the Barrel“ | 2:59 |
3. | „Harlequin“ | 2:53 |
4. | „The Fountain of Salmacis“ | 7:54 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.