კაკბის საკენკელა,[1] სამკურნალო ქვათესლა (ლათ. Lithospermum officinale) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30–100 სმ სიმაღლის, სწორად მდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი ღერო, რომელიც დაფარულია მოკლე და მიტკეცილი ბეწვებით. ფოთლები კიდემთლიანია, ლანცეტა ან მოგრძოლანცეტასებური, 5–10 მმ სიგანის. ყვავილედი მტევანი ან ქოლგაა, განლაგებულია ღეროს დატოტვილ ნაწილში. გვირგვინი თეთრია ან მოყვითალო-თეთრი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში.[1]

სწრაფი ფაქტები კაკბის საკენკელა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კაკბის საკენკელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ქვათესლა
სახეობა:  კაკბის საკენკელა
ლათინური სახელი
Lithospermum officinale L., 1753
სინონიმები
  • Lithospermum erectum Garsault
  • Lithospermum majus Gilib.
  • Lithospermum ochroleucum Stokes
  • Lithospermum officinale var. stewartii Kazmi
  • Margarospermum officinale (L.) Decne.
დახურვა

გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, ირანში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე — ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებში, ველობებზე.[1]

კახურად ეწოდება ძმრიდედა, ჩიტიმძივა, მტრედისბრინჯა; ქართლურად — კაკბისაკვნეტელა; ერწოულად — ჩირაღდანი; რაჭულად — ჩიტიკაკალა; ლეჩხუმურად — ჩიტის-კაკალე; ზემოიმერულად — ხოხბის-საკენკელა, ჩიტისაკენკელა, ჩიტის-საკენკარა; დავით ჩუბინაშვილს მოხსენიებული აქვს როგორც როგორც ყაჭყაჭა; სვანურად ეწოდება მგგიმბაშოოლ; სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით — კაკბის საკუნტელა.[2]

ხალხურად „კაკბის საკენკელა“ აგრეთვე ეწოდება მეწამულ-ცისფერ ეგონიქონს (Aegonychon purpurocaeruleum).[2]

გალერეა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.