Identityრიჩარდ რაიტისა და დეივ ჰარისის ერთობლივი პროექტის Zee ერთადერთი ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წელს. მუსიკის ავტორები არიან რაიტი და ჰარისი, ხოლო ტექსტის - ჰარისი.

სწრაფი ფაქტები Identity, სტუდიური ალბომი — რიჩარდ რაიტი ...
Identity
Thumb
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 9 აპრილი, 1984
ჩაიწერა კემბრიჯი, სექტემბერი, 1983
სტუდია Rectory Studios, თერფილდი, ჰერტფორდშირი
ჟანრი
ხანგრძლივობა 46:03
ლეიბლი Harvest/EMI
პროდიუსერი რიჩარდ რაიტი, დეივ ჰარისი, ტიმ პალმერი
რიჩარდ რაიტი — ქრონოლოგია
Wet Dream
(1978)
Identity
(1984)
Broken China
(1996)
ალტერნატიული გარეკანი
Thumb
Identity 2019-ის გარეკანი
დახურვა

ისტორია

დეივ „დი“ ჰარისი იყო ვოკალისტი და მომღერალი ჯგუფში Fashion. ე.წ. „ახალი რომანტიკის“ სცენის ჟანრის Fashion განიცდიდა დევიდ ბოუის გავლენას. ჰარისს ჯგუფთან ორი ალბომი ჰქონდა ჩაწერილი. 1982 წელს ნიუ-იორკში მუსიკალურ ბიზნესთან დაკავშირებულ სემინარზე მან გაიცნო საქსოფონისტი რაფაელ რეივენსკროფტი, რომელმაც შემდგომში პინკ ფლოიდის ალბომზე The Final Cut დაუკრა. რაფაელმა მას უამბო, რომ ჯგუფის ყოფილი კლავიშისტი აპირებდა საკუთარი შემადგენლობის შეკრებას. რაიტის სახლში როისტონში მიიწვიეს დრამერიც და ბასისტიც, მაგრამ მოვიდა მხოლოდ ჰარისი. „იქნებ, ერთად გაგვეკეთებინა?“, ჰკითხა მან რიჩარდს. იმ პერიოდში რაიტს ძალიან მოსწონდა Talking Heads და ბრაიან ინო. „მას სურდა ძალიან ელექტრონული ჟღერადობა, ამიტომ ვფიქრობ, ჩემთან სურდა მუშაობა. Harvest-თან კონტრაქტი მას სოლო ალბომის ჩაწერას ავალდებულებდა, ამიტომ ჩვენ გავიზიარეთ ეს მოვალეობა“.

„თავდაპირველად ოდნავ უცნაურად ჟღერდა, როდესაც დევიდმა თქვა, რომ 14 წლის ასაკში Pink Floyd-ის კონცერტს დაესწრო“, ამბობდა რაიტი, „მაგრამ, იმ დროიდან, რაც ერთად დავიწყეთ მუშაობა, მივხვდით, რამდენად ახლოს ვიყავით“.

მუსიკოსებმა საკუთარ თავს Zee უწოდეს და შეიკრიბნენ რაიტის საკუთარ სტუდიაში The Old Rectory. ჰარისი და მისი ცოლი სიუ რაიტმა თავისთან 18 თვით დაასახლა. ჰარისისთვის, რომელმაც პროფესიონალის სტატუსი მხოლოდ ორი წლით ადრე შეიძინა, ეს დიდი გამოცდილება იყო. როგორც პინკ ფლოიდის მსმენელს, მას ჰქონდა იმედი, რომ რაიტი ჰემონდის ორგანზე დაუკრავდა, მაგრამ, როგორც თავად ამბობდა, „მისი დათანხმება კოშმარს უდრიდა“. ამის სანაცვლოდ, დუეტი მუშაობდა Fairlight-ის ციფრულ სემპლერ სინთეზატორზე[1]. „იმ პერიოდში იგი პოპულარული იყო და ამიტომ მასზე შევაჩერეთ არჩევანი. საბოლოოდ საშინელი რობოტის მსგავსი ჟღერადობა შევიძინეთ. გახსოვდეთ, რომ ეს 80-იანები იყო“.

ჰარისი ძირითადად მარტო მუშაობდა, რაიტი კი ცდილობდა მეუღლესთან გაყრის და ჯგუფიდან წასვლის შემდეგ დამშვიდებას. ჰარისი იხსენებდა, რომ ჯულიეტი, მისი ყოფილი მეუღლე, კვლავ მოდიოდა. „იგი საოცარი იყო, მაგრამ ბევრი რამ ხდებოდა. ურთიერთობის პრობლემაც იყო, ვინაიდან რიკს სხვა საქმეებიც ჰქონდა. ერთ დღეს საბერძნეთში გადაფრინდებოდა, მეორე დღეს იახტას მოამზადებდა...გარდა ამისა, ვხვდებოდი, რომ მან არ იცოდა, რას ვაკეთებდი, ვინაიდან არასოდეს უთქვამს. რამდენიმეჯერ ჯულიეტას ვუთხარი - „არ მგონია, რიკს ეს არ მოსწონდეს“, მან კი რიკს გადასცა და რიკმა უპასუხა, რომ სინამდვილეში მოსწონდა.“

საფრანგეთის სამხრეთით, გრასში მდებარე რაიტის სახლში ტექსტებზე მუშაობა მიმდინარეობდა, მაგრამ მხოლოდ უსიამოვნებები ახლდა. ინგლისში ჰარისი სტუდიაში ღამ-ღამობით მუშაობდა, თვალს კი ადევნებდა ეკონომი პინკი. როგორც ჰარისი იხსენებდა, იგი ტელეფონზე პინკ ფლოიდის წევრთა მეუღლეებს მუდმივად ესაუბრებოდა.

ალბომი Identity, რომელიც Zee-მ მოამზადა, ბრიტანეთსა და ევროპაში 1984 წლის მარტში გამოვიდა. იგი განსაკუთრებული ინტერესის გარეშე მიიღეს. რაიტი ამბობდა, რომ Zee იყო კატასტროფა. „ექსპერიმენტული შეცდომა, მაგრამ იგი მაშინ ჩაიწერა, როდესაც დაკარგული ვიყავი“. „როდესაც რიკი ამბობს, რომ შეცდომა იყო, სევდას ვგრძნობ. მაშინ ხომ არც უთქვამს ასეთი რამ.“ ყველა სიმღერა ჩაწერილია ელექტრონული ავანგარდული პოპის სტილში.

ჯგუფის ერთადერთი სინგლი „Confusion“ (b-მხარით „Eyes of a Gypsy“) ასევე ცუდად იყიდებოდა, ამიტომ ჰარისმა დატოვა პროექტი და პროდიუსერულ სამუშაოს მიჰყო ხელი. „მე არ მქონდა ისეთი ფინანსური მდგომარეობა, როგორიც რაიტთან იყო და ჩემი კარიერის ადგილი სხვაგან იყო. უთანხმოება მოგვივიდა, რაც სამწუხაროა, რადგან რიკი გულით მიყვარდა.“

მოგვიანებით რაიტი თვლიდა, რომ ეს იყო ცდა, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოეშვათ დისკის სახით[2].

2019 წელს გამოიცა ალბომის ახალი გამოცემა, დამატებითი სიმღერებით და ახალი გარეკანით.[1]

სიმღერების სია

ყველა ტექსტის ავტორი — დეივ ჰარისი; მუსიკა — რიჩარდ რაიტი და დეივ ჰარისი.

მეტი ინფორმაცია მხარე 1, # ...
მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Confusion“4:17
2.„Voices“6:21
3.„Private Person“3:36
4.„Strange Rhythm“6:36
დახურვა
მეტი ინფორმაცია მხარე 2, # ...
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
5.„Cuts Like a Diamond“5:36
6.„By Touching“5:39
7.„How Do You Do It“4:45
8.„Seems We Were Dreaming“4:57
დახურვა
მეტი ინფორმაცია დამატებითი სიმღერა აუდიოკასეტაზე, # ...
დამატებითი სიმღერა აუდიოკასეტაზე
#სახელწოდებახანგრძლივობა
9.„Eyes of a Gypsy“4:13
დახურვა
მეტი ინფორმაცია Identity 2019, დისკი 1: დამატებები, # ...
Identity 2019, დისკი 1: დამატებები
#სახელწოდებახანგრძლივობა
9.„Confusion (7" სინგლი)“3:37
10.„Eyes of a Gypsy (7"სინგლი)“4:20
11.„Confusion (12" სინგლი)“6:24
12.„Eyes of a Gypsy (12" სინგლი)“4:14
დახურვა
მეტი ინფორმაცია Identity 2019, დისკი 2, # ...
Identity 2019, დისკი 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Cuts Like a Diamond“5:24
2.„Private Person“3:28
3.„Strange Rhythm“6:14
4.„Voices“6:15
5.„Confusion“4:41
დახურვა

სხვა სიმღერები

  1. Confusion (სინგლის მიქსი) – 3:36
  2. Confusion (12 მიქსი) – 6:21
  3. Eyes of a Gypsy (მიქსი 12 ბრიტანული სინგლიდან Confusion) – 4:11

პერსონალი

  • რიჩარდ რაიტი – კლავიშებიანი საკრავები, პერკუსია, Fairlight, ვოკალი, პროდიუსერი
  • დეივ ჰარისი – გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, პერკუსია, Fairlight, ვოკალი, გარეკანის დიზაინი, პროდიუსერი
  • ტიმ პალმერი – ინჟინერი, თანაპროდიუსერი
  • Utopia (ლონდონი) – ხმის მიქსი, დამატებითი დუბლები
  • პოლ კოქსი – ფოტოგრაფია

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.