From Wikipedia, the free encyclopedia
Got7 (კორ. 갓세븐) — სამხრეთ კორეული კეი-პოპ ბოიბენდი, რომელიც ჩამოაყალიბა JYP Entertainment-მა 2014 წელს. Got7 შედგება შვიდი წევრისგან: ლიდერი JB, მარკი, ჯინიონი, ჯექსონი, იონგჯე, BamBam, და იუგიომი. ჯგუფი შედგება მრავალნაციონალური წევრებისგან სამხრეთ კორეიდან, ჰონგ კონგიდან, ტაილანდიდან და შეერთებული შტატებიდან.
Got7-მა თავისი დებიუტი EP-ით, „Got It?“ 2014 წლის 20 იანვარს ჰონდათ. 2014 წლის 22 ოქტომბერს, მათ დებიუტი ჰქონდათ იაპონიაში მათი პირველი იაპონური სინგლით „Around the World“.
2014 წელს ჯგუფმა თავისი მუშაობისთვის მოიგო საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდო Seoul Music Awards-ზე და მიიღო სამ ნომინაციაში 29-ე „Golden Disk Awards“-ზე Newcomer Award-სა და China Goodwill Star-ის ჯილდო.
2016 წლის 21 მარტს, მათ გამოუშვეს მეხუთე მინი ალბომი, „Flight Log: Departure“, რომლის სიმღერების სათაურებია „Fly“ და „Home Run“. [1]
2012 წელს ჯგუფის ორ წევრს, JB-სა და Jr.-ს, თავდაპირველად დებიუტი ჰქონდათ როგორც პოპ დუეტს JJ Project სიმღერით „Bounce“, ამ დროს კი მარკი, ჯექსონი, BamBam და იუგიომი მონაწილეობას იღებდნენ Mnet-ის შოუ გადარჩენისთვის „Who is Next: WIN“ მეოთხე ეპიზოდში, რომელიც 2013 წლის 2 სექტემბერს გამოვიდა.[2]
ჯგუფმა თავისი პირველი EP „Got It?“ 2014 წლის 20 იანვარს. ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი Billboard-ების მსოფლიო ალბომის ჩარტებში t[3] და იყო ნომერი 2 Gaon-ის ალბომების ჩარტებში.[4] Got7-ს ოფიციალური დებიუტი 2014 წლის 16 იანვარს M! Countdown-ზე ჰქონდათ, სადაც წარადგინეს სინგლი „Girls Girls Girls“.
Got7 შეუერთდა იაპონიის Sony Music Entertainment-ს რომ გაეგრძელებინა საქმიანობა იაპონიაში და 4 აპრილს ტოკიოში გამოსვლაც დაგეგმეს.[5][6]
მათი მეორე მინი ალბომი, „Got Love“, რომელიც გამოვიდა 23 ივნისს, იმავე დღეს კი მუსიკალური ვიდეო სახელად „A“, რომლის პროდიუსერიც და ტექსტის ავტორიც იყო J.Y. Park.[7][8] 2014 წლის ნოემბერში, ჯგუფმა გამოუშვა თავისი პირველი სრული ალბომი სახელად, „Identify“, ასევე მუსიკალური ვიდეო სახელად „Stop Stop It“.[9] Identify-მ გამოსვლის პირველივე კვირას დაიკავა წამყვანი ადგილები Gaon-ის საკვირაო ალბომის გაყიდვების ჩარტებში და „Stop Stop It“-მ კი მეოთხე ადგილი დაიკავა Billboard-ის მსოფლიო სიმღერების ჩარტებში.[10][11]
2015ბ წლის 10 ივნისს ჯგუფმა გამოუშვა მეორე იაპონური სინგლი „Love Train“. სინგლმა მეოთხე ადგილი დაიკავა Oricon-ის სინგლების ჩარტებში, ასევე იაპონურ რინგტონების ჩატებში Recochoku.[12]
ჯგუფმა მესამე მინი ალბომი „Just Right“ 2015 წლის 13 ივლისს გამოუშვა.ალბომის მთავარ სიმღერასაც იგივე სახელი ჰქვია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა Billboard-ის მსოფლიო ციფრული სიმღერების ჩარტებში, სამი კვირის განმავლობაში სიმღერა ისევ დარჩა საუკეთესო სამეულში.[13]
ჯგუფმა მესამე იაპონური სინგლი „Laugh Laugh Laugh“ 23 სექტემბერს გამოუშვა.[14] გამოსვლის პირველივე დღეს ალბომი 14000 ცალი გაიყიდა და დაიკავა პირველი ადგილი Oricon-ის სინგლების ჩარტებში.[15]
Got7-მა მეოთხე EP, „Mad“ 29 სექტემბერს გამოვიდა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად სახელად, „If You Do“.[16] ამ სიმღერას მოჰყვა ზამთრის სიმღერა „Confession Song“.
2016 წლის 21 მარტს Got7-ის მეხუთე მინი ალბომი, „Flight Log: Departure“ გამოვიდა.[17] „Flight Log: Departure“-მა მეორეე ადგილი დაიკავა Billboard-ის Heatseekers-ის ალბომების ჩარტში, ასევე მეორე ადგილი დაიკავა Billboard-ის მსოფლიო ალბომების ჩარტებში.
12 აპრილს, Got7-მა ციფრულ ფორმატში გამოუშვა „Home Run“, მეორე სიმღერა ალბომისთვის „Flight Log: Departure“.
Got7-მა პირველი სოლო კონცერტი, „Fly Tour“ 29-30 აპრილს დანიშნა სეულში. ზაფხულში ტური კი ასევე გაგრძელდებოდა ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, სინგაპურში და აშშ-ში.[18]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.