From Wikipedia, the free encyclopedia
G7-ის 50-ე სამიტი, დიდი შვიდიანის ორმოცდამეათე სამიტი (13-15 ივნისი, 2024) — შვიდი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნის არაოფიციალური შეხვედრა იტალიაში, აპულიის ქალაქ ფაზანოში.[1]
G7-ის L სამიტი | |
---|---|
| |
მასპინძელი | იტალია |
თარიღი | 13-15 ივნისი, 2024 |
მონაწილეები |
კანადა საფრანგეთი დას. გერმანია იტალია იაპონია გაერთიანებული სამეფო აშშ ევროკავშირი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
სამიტში G7-ის ყველა წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლები. ევროკომისიის პრეზიდენტი 1981 წლიდან მოყოლებული ყველა შეხვედრის მუდმივი მონაწილეა.
დიდი შვიდიანის მეორე არაოფიციალური სამიტის ძირითადი წევრები იყვნენ:
სამიტზე მოწვეულნი იყვნენ ალჟირის, არგენტინის, ბრაზილიის, ინდოეთის, იორდანიის, კენიის, მავრიტანიის (აფრიკის კავშირის წარმომადგენელი), ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ვატიკანის წარმომადგენლები.[2][3]
სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა აფრიკა და მიგრაციის თემა იქნება. იტალიის პრეზიდენტობის პრიორიტეტებია უკრაინის მხარდაჭერა, ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოება, მიგრაცია და აფრიკა და ღაზაში კონფლიქტის მოგვარება.
სამიტზე განხილულ იქნა უკრაინის საკითხიც, რომლის დროსაც დიდი შვიდიანის წევრებმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ. სამიტის კომუნიკეს პრეამბულაში დაფიქსირდა საერთო კონსენსუნსი, რომ „რუსეთმა უნდა დაასრულოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს უკრაინას მიყენებული ზიანი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ დოლარს აღემატება“.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.