From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაზილიის პრეზიდენტი (პორტ. Presidente do Brasil) — ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური. ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით. პრეზიდენტი ფიცს დებს 1 იანვარს.
ბრაზილიაში საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდა 1889 წელს, პედრუ II-ის წინააღმდეგ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. რესპუბლიკური სისტემის დამყარების შემდეგ ბრაზილიაში შეიცვალა ექვსი კონსტიტუცია, ერთმანეთს ენაცვლებოდა ორი დიქტატურა და სამი დემოკრატიული პერიოდი.
სახელმწიფოს ამჟამინდელი პრეზიდენტია მუშათა პარტიის წარმომადგენელი დილმა რუსეფმა, რომელმაც 2010 წლის 3 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მანამდე პრეზიდენტის თანამდებობა ბრაზილიაში ლუის ინასიუ ლულა და სილვას ეკავა. იგი პირველად 2002 წელს აირჩიეს და საპრეზიდენტო ლენტა 2003 წლის 1 იანვარს ჩაიბარა; 2002 წელს მან თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა, უფლებამოსილების ვადა კი 2011 წლის 1 იანვარს ამოეწურა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.