Fame Kills: Starring Kanye West and Lady Gaga
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Fame Kills: Starring Kanye West and Lady Gaga — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას და ამერიკელი რეპერ კანიე უესტის ერთობლივი ტურნე, რომელიც დაგეგმილი იყო 2009-2010 წლებში გაგას EP ალბომის The Fame Monster-ის (2009) და კანიე ვესტის ალბომის 808s & Heartbreak-ის (2008) მხარდასაჭერად. ტურნე უნდა დაწყებული 2009 წლის ნოემბერში და დამთავრებულიყო 2010 წლის იანვარში. ტურნეს თარიღები მოიცავდა კანადას და ამერიკის შეერთებულ შტატებს - სულ 34 საკონცერტო თარიღს.
Remove ads
ტურნე გაუქმდა 2009 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც კანიე ვესტი აუვარდა სცენაზე ქანთრის მომღერალტეილორ სვიფტს, რომელმაც მიიღო ჯილდო ქალის საუკეთესო ვიდეოსთვის. კენიმ ტეილორს მიკროფონი წაართვა და განაცხადა, რომ ჯილდო ეკუთვნოდა R&B-ის მომღერალ ბიონსე ნოულს. ამ ინციდენტის შემდგომ კანიეს პოპულარობა საგრძნობლად დაეცა. ტურნეს გაუქმების შემდგომ 2009 წლის ნოემბერში გაგამ წამოიწყო საკუთარი ტურნე The Monster Ball Tour, რომლის დაწყებაც გაგას დაგეგმილი ჰქონდა Fame Kills-ის დასრულების შემდგომ 2010 წლის მარტში. გაგას განცხადებით, ტურნეს გაუქმება გადაწყდა ერთობლივად.
Remove ads
საკონცერტო თარიღები
ყველა საკონცერტო თარიღი გაუქმდა.[1]
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads