From Wikipedia, the free encyclopedia
Duke — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეათე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1980 წელს.
Duke | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 28 მარტი, 1980 | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი-დეკემბერი, 1979 | |||
ჟანრი |
პოპ-როკი სიმფონიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 55:06 | |||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atlantic Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | ჯენესისი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Duke | ||||
|
Duke-ში შერწყმულია ჯენესისისთვის დამახასიათებელი პროგრესული როკისა და 1980-იანების მუსიკალური ტენდენციების ელემენტები.
Duke გამოვიდა იმ პერიოდში, როდესაც ტონი ბენქსი და მაიკ რეზერფორდი უკვე მუშაობდნენ საკუთარ სოლო ალბომებზე. ფილ კოლინზი ცხოვრობდა ვანკუვერში და ისვენებდა ცოლისგან, რომელსაც იმ პერიოდში დაშორდა. იგი აგრეთვე მუშაობდა სოლო მასალაზე, მაგრამ ამ მასალის მცირე ნაწილი, სიმღერები „Misunderstanding“ და „Please Don't Ask“ გამოიყენა Duke-ში.
ალბომის გამოცემის შემდეგ სიმღერა „Turn It On Again“ იქცა ჯგუფის მეორე ბრიტანულ ჰიტად, რომელიც ათეულში მოხვდა. „Misunderstanding“ ამ პერიოდში აქტიურად იყიდებოდა აშშ-ში და მოხვდა სიმღერების საუკეთესო 20-ეულში.
ალბომის გარეკანზე, თითოეულ სიმღერასთან გამოყენებულია ლაიონელ კეჰლინის ილუსტრაციები.
Duke-ს, როგორც წესი, თვლიან გარდამტეხ პერიოდად ჯენესისის შემოქმედებაში, რადგანაც სამეული შორდებოდა პროგრესული როკის გავლენას და გადადიოდა სინთეზატორებსა და ელექტრონულ პერკუსიაზე ორიენტირებულ სიმღერებზე. Duke-ში ასევე შეტანილია იმ დროისთვის სამივე წევრის მიერ დაწერილი სოლო-კომპოზიციები.
ალბომში მეორდება რამდენიმე მუსიკალური თემა. მთლიანად ეს დისკი შეიძლება ჩაითვალოს კონცეფტუალურ ნამუშევრად, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი სიმღერა ერთმანეთზე მიბმულია. ისევე, როგორც ბევრი მუსიკალური ციკლი, ეს ალბომიც იხსნება და იხურება ერთი მუსიკალური თემით. მეორე მხრივ, მუსიკას მრავალფეროვან ჟღერადობას ანიჭებს კოლინზის მიერ ელექტრონული ინსტრუმენტებით დაინტერესება. ბენქსი ამ დროისთვის აქტიურად იყენებს ელექტრონულ სინთეზატორს Yamaha CP-80, რეზერფორდი კი აღარ იყენებს გიტარის გამრუდებულ ჟღერადობას.
კოლინზის ვოკალური შესრულების მანერა ამ მომენტისთვის რადიკალურად შეცვლილია. ამასთან, იგი უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ვოკალისტი და პოპულარობის ტალღაზე ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩაწერს საკუთარ სტუდიურ ალბომს Face Value. მისი ვოკალი Duke-ზე უფრო ხმაურიანია, ვიდრე წინა ალბომებზე, სიმღერა „Turn It On Again“ კი ამისი მაგალითია.
ამ ალბომში, ისე როგორც არც ერთ სხვა დისკში, წარმოდგენილია სოლო-კომპოზიციების მთელი ნაკადი. კოლინზის ავტორობას ეკუთვნის „Misunderstanding“ და „Please Don't Ask“. ბენქსმა ალბომს შესწირა ორკესტრირებული, ლირიკული სიბნელითა და კომპოზიციური კომპლექსურობით სავსე „Heathaze“, და „Cul de Sac“, ხოლო რეზერფორდმა - „Man of Our Times“ და „Alone Tonight“. მიუხედავად ამისა, „Duchess“ და „Behind the Lines“ ჯგუფის წევრების კოლექტიური მუშაობის სიმბოლოა.
ალბომზე შეიმჩნევა სიმღერების ციკლი, რომელიც არ მიჰყვება ალბომის სიუჟეტს - მასში შეიძლება ჩაითვალოს „Behind the Lines“, „Duchess“, „Guide Vocal“, „Turn It On Again“, „Duke's Travels“ და „Duke's End“. თავდაპირველად ეს კომპოზიციები უნდა შესულიყო ალბომის ერთ მხარეზე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, იდეა აღარ გამოიყენეს.
საკონცერტო ტურნეზე სრულდებოდა ალბომის თითქმის ყველა სიმღერა, ხოლო შემდგომ ტურნეებზე ჯგუფი მათ ასრულებდა სიმღერების კრებულების სახით.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Behind the Lines“ | ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი | 5:31 |
2. | „Duchess“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 6:26 |
3. | „Guide Vocal“ | ბენქსი | 1:35 |
4. | „Man of Our Times“ | რეზერფორდი | 5:34 |
5. | „Misunderstanding“ | კოლინზი | 3:13 |
6. | „Heathaze“ | ბენქსი | 5:01 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Turn It On Again“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 3:50 |
2. | „Alone Tonight“ | რეზერფორდი | 3:56 |
3. | „Cul-de-sac“ | ბენქსი | 5:05 |
4. | „Please Don't Ask“ | კოლინზი | 4:01 |
5. | „Duke's Travels“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 8:40 |
6. | „Duke's End“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 2:08 |
B-მხარეები | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Open Door“ | რეზერფორდი | 3:56 |
2. | „Evidence of Autumn“ | ბენქსი | 4:58 |
„Open Door“ შეტანილია სინგლში „Duchess“. „Evidence of Autumn“ შეტანილია სინგლში „Misunderstanding“.
ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:
ყოველკვირეული ჩარტები
|
წლის საბოლოო ჩარტი
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.