From Wikipedia, the free encyclopedia
Abacab — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1981 წელს.
Abacab | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 18 სექტემბერი, 1981 | |||
ჩაიწერა | მაისი - ივნისი, 1981, The Farm, სურეი | |||
ჟანრი |
პოპ-როკი პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 47:10 | |||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atlantic (აშშ) | |||
პროდიუსერი | ჯენესისი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Abacab | ||||
|
ჯენესისმა ამ ალბომით განაინაცვლა უფრო მსუბუქი მუსიკისკენ, რაც უკვე დაიწყო დისკში Duke. როგორც მოყვარულებმა, ასევე კრიტიკოსებმა არაერთგვაროვანი შეფასება მისცეს ჯგუფის ამ თამამ ექსპერიმენტს. მაგრამ თავად ჯგუფის წევრების თქმით, მიმდინარეობის შეცვლა იყო ბუნებრივი, რადგან აუცილებელი იყო საკუთარი თავის გადარჩენა, ცვალებად მუსიკალურ სცენაზე, რომელსაც იპყრობდა 80-იანების ჟღერადობა. შედეგად, „სასათაურო სიმღერა“, „No Reply At All“, „Keep It Dark“ და „Man On The Corner“ იქცნენ წარმატებულ სინგლებად. ალბომი მათი დახმარებით მოხვდა ბრიტანეთის პოპულარული დისკების ჩარტების #1 ადგილზე, გაიყიდა რამდენიმე მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ჯგუფის პირველ პლატინის დისკად აშშ-ში.
Abacab გამოირჩევა ფილ კოლინზის მიერ შემუშავებული დასარტყმელი საკრავების პარტიებით - ელექტრონულ ინსტრუმენტებზე, რამაც დისკს იმ დროისათვის თანამედროვე ჟღერადობა შესძინა. თუმცა, იგივე ეხება პიტერ გებრიელის იმდროინდელ ნაშრომებს, მით უმეტეს, რომ ყველას საერთოდ პროდიუსერი ჰიუ პეჯემი იყო.
გარდა ჯენესისისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტების გამოყენებისა, დისკში ინტეგრირებულია ახლებიც - ჯგუფის Earth, Wind & Fire სტილის საყვირების სექციები (რომლებიც ასევე ფილ კოლინზის ალბომებზე გამოჩნდა), ფანკის რითმები („Dodo/Lurker“) და სხვა.
წლების მანძილზე ჯენესისი გარე პროდიუსერების დახმარებას იყენებდა. იგივე შეიძლება ითქვას ამ დისკზეც, მაგრამ საგულისხმოა, რომ პროდიუსერების სახით ტრიოს წევრებმაც ჩაწერის პროცესში მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს.
ალბომის სახელწოდება აღებულია სასათაურო კომპოზიციიდან. გიტარისტ მაიკ რეზერფორდის თქმით, კომპოზიცია სამ ნაწილად იყოფა. შესაბამისად, სამივე იყო აღნიშნული a, b და c ასოებით. ჯგუფმა თავად დაალაგა ნაწილების თანმიმდევრობა და მიიღო ასეთი ქრონოლოგია - Accaabbaac.
მიუხედავად სტილისტური ცვლილებებისა, Abacab ითვლება ჯენესისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემად, რომელმაც მსმენელი მოამზადა შემდგომი ექსპერიმენტებისათვის - Genesis და Invisible Touch. ჯგუფი მოექცა პანკის/ახალი ტალღის რევოლუციის გავლენის ქვეშ და ეს ყველაფერი გამოიტანა მინიმალისტური, ხალისიანი სიმღერების სახით, რომლებმაც ტრიო მოისროლეს ჩარტებში ისე, როგორც არასდროს.
ალბომისთვის დაიწერა კიდევ სამი სიმღერა - „Paperlate“, „You Might Recall“, და „Me & Virgil“. სამივე გამოიცა EP დისკზე 3 X 3, რომელიც ასევე მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტებში. სიმღერები ასევე შეიტანეს დისკზე Three Sides Live (1982).
კიდევ ორი სიმღერა, „Naminanu“ და „Submarine“ გამოიცა ალბომის სინგლების B-გვერდებზე, მაგრამ თავდაპირველად ისინი უნდა შეეტანათ სიმღერებთან „Dodo/Lurker“ ერთად, რადგან ეს ორი კონცეპტუალური პიესის ხასიათს ატარებს.
ყველა სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი, გარდა აღნიშნულისა.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Abacab“ | ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი | 7:02 |
2. | „No Reply at All“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 4:41 |
3. | „Me and Sarah Jane“ | ბენქსი | 6:00 |
4. | „Keep It Dark“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 4:34 |
მხარე two | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Dodo/Lurker“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 7:30 |
2. | „Who Dunnit?“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 3:22 |
3. | „Man on the Corner“ | კოლინზი | 4:27 |
4. | „Like It or Not“ | რეზერფორდი | 4:58 |
5. | „Another Record“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 4:30 |
ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:
რეგიონი | ჯილდო | თარიღი |
---|---|---|
საფრანგეთი – SNEP | ოქრო (100,000 ერთეული) | 1981[4] |
Germany – BVMI | ოქრო (250,000 ერთეული) | 1988[5] |
იტალია – AFI | ოქრო (50,000 ერთეული) | 25 ოქტომბერი 1981[6] |
ბრიტანეთი – ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია | ოქრო (100,000 ერთეული) | 24 სექტემბერი 1981[7] |
აშშ – RIAA | 2x პლატინა (2,000,000 ერთეული) | 11 თებერვალი 1988[8] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.