DreamWorks
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
DreamWorks Pictures (აგრეთვე ცნობილი როგორც DreamWorks SKG ან DreamWorks Studios, უფრო მეტად ცნობილია როგორც DreamWorks) — ამერიკული კინომწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსეს სტივენ სპილბერგმა, ჯეფრი კატცენბერგმა და დევიდ გეფენმა 1994 წელს. თავდაპირველად DreamWorks დისტრიბუციას უწევდა საკუთარ და მესამე მხარის ფილმებს.
ტიპი | საჯარო კომპანია |
---|---|
დარგი | გართობა |
დაფუძნდა | 12 ოქტომბერი, 1994 |
დამაარსებელი |
|
სათავო ოფისი | იუნივერსალ-სიტი, კალიფორნია, აშშ |
პროდუქცია | ფილმები, ტელესერიალები |
მფლობელი | Amblin Partners |
საიტი | dreamworkspictures.com |
2006 წელს კომპანია შეიძინა Viacom-მა (Paramount Pictures-ის მშობელი კომპანია). 2008 წელს DreamWorks-მაგანაცხადა Paramount-თან თანამშრომლობის დასრულების შესახებ და 1.5 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა ინდურ კომპანია Reliance Anil Dhirubhai Ambani Group-თან.[1] მომდევნო წელს DreamWorks-მა კომპანია Walt Disney Studios Motion Pictures-თან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რის მიხედვითაც, Disney-ის უფლება მიეცა მოეხდინა DreamWorks-ის ფილმების დისტრიბუცია Touchstone Pictures-ის მეშვეობით. შეთანხმებამ 2016 წლამდე გასტანა. 2016 წლის ოქტომბრიდან DreamWorks-ის ფილმების დისტრიბუციას ახორციელებს Universal Pictures. სპილბერგის კომპანია სავაჭრო მარკა DreamWorks-ის გამოყენებას აგრძელებს Universal Studios-ის ლიცენზიით.[2][3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.