From Wikipedia, the free encyclopedia
Dictionary of the Middle Ages (შუა საუკუნეების ლექსიკონი) — 13 ტომიანი ლექსიკონი შუა საუკუნეების შესახებ, გამოიცა 1982 და 1989 წლებს შორის American Council of Learned Societies-ის მიერ. ენციკლოპედიის შექმნის იდეა ეკუთვნის ისტორიკოს და შემდგომში მთავარ-რედაქტორს ჯოზეფ სტეიერს პრინსტონის უნივერსიტეტიდან. „დანართი 1“ დაემატა 2003 წელს უილიამ ჩესტერ ჯორდანის მიერ. ენციკლოპედია მოიცავს ინფორმაციას 112.000 პიროვნებაზე, ადგილზე, სამეცნიერო ინტერესის მქონე საგნებსა და კონცეფციებზე 7 000-მდე განსხვავებულ სტატიაში, 8 000-ზე მეტ გვერდზე, დაწერილი 1 800-ზე მეტი მონაწილე რედაქტორის მიერ სხვადასხვა აკადემიური ინსტიტუტებიდან, არამხოლოდ აშშ-დან, არამედ ევროპიდან და აზიიდან. ლექსიკონი არის უდიდესი და ყველაზე დეტალური თანამედროვე ენციკლოპედია ინგლისურ ენაზე, რომელიც შეიძლება შეიდაროს გერმანულ Lexikon des Mittelalters-თან.[1] ყდაზე გამოსახული წრეში თავდაყირა ჩასმული T-ს სიმბოლო არის არტიტული ინტერპრეტაცია T და O რუკისა, რომელიც პირველად დაახასიათეს Etymologiae-ში, შუა საუკუნეებზე ყველაზე გავლენიან ენციკლოპედიურ ნაშრომი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.