From Wikipedia, the free encyclopedia
CP System (შემოკლებით CPS) — არკადული სისტემა, შექმნილი კომპანია Capcom-ის მიერ. მასზე თამაშები ეშვებოდა ROM კარტრიჯის მეშვეობით. სისტემაზე საერთო ჯამში გამოვიდა ორ ათეულზე მეტი თამაში. 1993 წელს გამოიცა CP System II, რომელიც უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი.
CP System | |
---|---|
CP System-ის პლატა | |
მწარმოებელი | Capcom |
ტიპი | არკადული სისტემა |
გამოშვების თარიღი | ივლისი, 1988 |
პროცესორი | Motorola 68000 (@ 10 მჰც) |
მონიტორი | მატრიცული, 384 × 224 (ჰოორიზონატალური), 4096 ფერი |
საიტი | example.org |
CPS-ის ყველაზე წარმატებული თამაშია „Street Fighter II“, გამოსული 1991 წელს, ისევე როგორც „The World Warrior“, „Champion Edition“ და „Hyper Fighting“.
მანამდე არსებულ არკადულ სისტემებს მხოლოდ ერთი თამაშის გაშვება შეეძლოთ, მაშინ როდესაც Capcom შეუდგა ისეთი ტიპის სისტემის შექმნას, რომელსაც ექნებოდა რამდენიმე თამაშის გაშვების მხარდაჭერა. მაგრამ, გამოსვლის შემდეგ თავი იჩინა რიგმა პრობლემება; კერძოდ, გაჩნდა „Street Fighter II“-ის უამრავი მეკობრული ვერსია, რომლებიც ზიგიერთ ქვეყანაში უფრო გავრცელებული იყო ვიდრე ორიგინალი. ეს პრობლემა მოგვიანებით აღმოიფხვრა CP System II-ის გამოსვლით.
1992 წელს Capcom-მა შეიმუშავა CPS-ის გაუმჯობესებული ვერსია სახელწოდებით CP System Dash.
1994 წელს Capcom შექმნა CP System-ის სახლის ვერსია Capcom Power System Changer (CPS Changer).[1] ეს იყო Capcom-ის სახლის კონსოლების ბაზარზე შესვლის მცდელობა. მაღალი ფასის გამო კონსოლმა ვერ მოიპოვა პუპოლარობა მომხმარებელთა შორის. შედეგად, 1996 წლის მარტში, Capcom-მა შეწყვიტა მისი წარმოება.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.