U2-ს ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
Boy — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1980 წელს.
Boy | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 20 ოქტომბერი, 1980 | |||
ჩაიწერა | დუბლინი, მარტი-სექტემბერი, 1980 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 42:14 | |||
ლეიბლი | Island | |||
პროდიუსერი | სტივ ლილიუაიტი | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
ალბომის ყდა, აშშ გამოცემა | ||||
სინგლები ალბომიდან Boy | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
The Austin Chronicle | [2] |
The Boston Globe | (კეთილგანწყობილი)[3] |
რობერტ კრისტგოუ | C+[4] |
Hot Press | (11/12)[5] |
Pitchfork Media | (8.3/10)[6] |
Rolling Stone | [7] |
ჯგუფის სადებიუტო ალბომის, რომლის პროდიუსერიც იყო სტივ ლილიუაიტი, სენსაციად იქცა. პოსტ პანკისა და ახალი ტალღის ზღვარზე მყოფი კოლექტივი მსმენელმა დადებითად მიიღო. დისკის გამოცემამდე გამოვიდა წარმატებული სინგლი I Will Follow, რომელიც ნოსტალგიური ტონით დღემდე სრულდება U2-ს კონცერტებზე.
თავდაპირველად დისკის პროდიუსერი უნდა ყოფილიყო Joy Division-ის პროდიუსერი მარტინ ჰენეტი. მიუხედავად ამისა, ეს საქმე ლილიუაიტს ანდეს. ჯგუფის რეპერტუარში იმ დროს 40ზე მეტი სიმღერა შედიოდა და შერჩეული იქნა რამდენიმე ”სიცოცხლისუნარიანი”, რომლითაც U2 ბევრ მსმენელს უნდა გაეცნო.
ალბომის თემებში ბევრი სექსუალური მოტივი იყო, რამაც ამერიკული გეი კლუბების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.
უკანასკნელი სიმღერა, Shadows and Tall Trees მიგვითითებს უილიამ გოლდინგის ”ბუზების მბრძანებელზე”, რადგანაც სწორედ ასე ჰქვია წიგნის ერთ-ერთ თავს.
”ბილბორდის” ჩარტებში ალბომის მაქსიმალური პოზიცია #63 იყო, თუმცა ჯგუფის შემდგომი მასალის პოპულარობის გამო მოგვიანებით იგი მოხვდა #52 ადგილზე.
საკონცერტო გამოსვლებისა და ბონოს ვოკალზე ექოს ეფექტების გამოყენების კრიტიკის მიუხედავად, სწორედ კონცერტებმა განამტკიცეს დამწყები ჯგუფის პოტენციალი. ამასთან, ყველა კრიტიკოსი ერთმანეთს ეთანხმებოდა ბონოს ქარიზმატულობაზე და ვნებიან იმიჯზე. იმ პერიოდში მას თვლიდნენ ახალგაზრდა როდ სტიუარტის გადმონაშთად.
Boy არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი, რომლის ყველა სიმღერაც და სინგლების B-გვერდებიც შესრულებულა კონცერტებზე, ერთხელ მაინც.
ალბომის გარეკანზე გამოსახულია პიტერ როუენი, ბონოს მეგობრის, გუჯის ძმა, რომელიც ამჟამად ცნობილი ირლანდიელი ფოტოგრაფია. იგი ასევე გამოტანილია ალბომების Three, War, The Best of 1980–1990, და Early Demos ყდებზე. ფოტოგრაფები, ჰიუგი მაკგინესი და გარეკანის დიზაინერი სტივ ევერილი (ადამ კლეიტონის მეგობარი) ასევე შემდგომში U2-ს სხვა ყდებზეც მუშაობდნენ.
აშშ გამოცემაში გამოყენებულია ჯგუფის აშლილი გამოსახულება, რადგანაც კოლექტივს ეშინოდა, რომ მათ პედოფილიაში დასდებდნენ ბრალს. ამერიკული გარეკანის ფოტოსურათის ავტორია სენდი პორტერი.
2008 წლის გამოცემაში ყველა ქვეყნის ვარიანტში გამოყენებული იქნა ერთი და იგივე ყდა.
ყველა სიმღერის ავტორი — U2, ლირიკა - ბონო.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „I Will Follow“ | 3:36 |
2. | „Twilight“ | 4:22 |
3. | „An Cat Dubh“ | 4:47 |
4. | „Into the Heart“ | 3:28 |
5. | „Out of Control“ | 4:13 |
6. | „Stories for Boys“ | 3:02 |
7. | „The Ocean“ | 1:34 |
8. | „A Day Without Me“ | 3:14 |
9. | „Another Time, Another Place“ | 4:34 |
10. | „The Electric Co.“ | 4:48 |
11. | „Shadows and Tall Trees“ | 4:36 |
საერთო ხანგრძლივობა: | 42:14 |
ყველა სიმღერის ავტორი — U2.
# | სახელწოდება | ორიგინალური გამოცემა | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „I Will Follow“ (ახალი მიქსი) | — | 3:38 |
2. | „11 O'Clock Tick Tock“ (სინგლის ვერსია) | 11 O'Clock Tick Tock» - სინგლის ვერსია | 3:47 |
3. | „Touch“ (სინგლის ვერსია) | 11 O'Clock Tick Tock» - სინგლის ვერსია | 3:26 |
4. | „Speed of Life“ | — | 3:19 |
5. | „Saturday Night“ | — | 5:13 |
6. | „Things to Make and Do“ | A Day Without Me» - სინგლის ვერსია | 2:17 |
7. | „Out of Control“ (Single version) | Three EP | 3:53 |
8. | „Boy-Girl“ (Single version) | Three EP | 3:23 |
9. | „Stories for Boys“ (Single version) | Three EP | 2:42 |
10. | „Another Day“ (Single version) | Another Day» - სინგლის ვერსია | 3:28 |
11. | „Twilight“ (სინგლის ვერსია) | Another Day» - სინგლის ვერსია | 4:35 |
12. | „Boy-Girl“ (კლუბი ’’მარკი’’, ლონდონი) | I Will Follow» - სინგლის ვერსია | 3:26 |
13. | „11 O'Clock Tick Tock“ (კლუბი ’’მარკი’’, ლონდონი) | — | 4:59 |
14. | „Cartoon World“ (ეროვნული სტადიონი, ირლანდია) | — | 4:22 |
საერთო ხანგრძლივობა: | 52:21 |
ყოველკვირეული ჩარტები
|
სინგლები
|
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[24] | ოქრო | 35 000^ |
კანადა (Music Canada)[25] | პლატინა | 100 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[26] | ოქრო | 100 000* |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[27] | ოქრო | 100 000^ |
აშშ (RIAA)[28] | პლატინა | 1 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.