From Wikipedia, the free encyclopedia
Apple Computer 1, ასევე მოგვიანებით ცნობილი, როგორც Apple I ან Apple-1 — Apple-ის პირველი კომპიუტერი, რომელიც გამოვიდა 1976 წლის 11 აპრილს. პრეზენტაცია გაიმართა კომპიუტერულ კლუბში Homebrew Computer Club, რითაც ახალგაზრდა კომპანიამ მიიქცია მსოფლიოში პირველი კომპიუტერული მაღაზიის Byte Shop– ის ყურადღება. ამ მოვლენის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა და ამიტომ საჭირო გახდა ინვესტიციების მოძიება კომპანიისთვის. სულ მალე სტივ ჯობსის აქტიურობით ეფლიმ მიიღო პირველი ინვესტორი – მილიონერი არმას კლიფ მარკკულუ, რომელმაც საკუთარი 90 000 დოლარის და ამერიკის ბანკის (Bank of America) 250 000 დოლარის კრედიტის ინვესტირება მოახდინა კომპანიაში. შედეგად 1977 წლის 3 იანვარს ფირმა ეფლი (Apple Computer) გახდა სააქციო საზოგადოება.
Apple I | |
---|---|
Apple I | |
შემქმნელი | სტივ უოზნიაკი[1][2] |
ტიპი | პერსონალური კომპიუტერი |
გამოშვების თარიღი | 11 აპრილი, 1976 |
თავდაპირველი ფასი | აშშ$666.66 |
შეწყდა | 1977 |
პროცესორი | MOS 6502 @ 1 მჰც |
მეხსიერება | 4 კბ, 8 კბ-მდე გაზრდა, ან 48 კბ დამატებითი ბარათის გამოყენებით |
გრაფიკა | 40×24 გაფართოება |
შემდეგი | Apple II |
პროექტი შეწყდა 1977 წლის 30 სექტემბერს. ამის შემდეგ კომპანიამ 1977 წლის 10 ივნისს მუშაობა დაიწყო, მსოფლიოში პირველ ფერად კომპიუტერ Apple II–ზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.