From Wikipedia, the free encyclopedia
Amstrad GX4000 — 8 ბიტიანი მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი,[3] შექმნილი და გამოცემული ბრიტანული ელექტრონული კომპანია Amstrad-ის მიერ. მისი წარმოება მცირე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს კომპანიის მხრიდან სათამაშო ბაზარზე შესვლის პირველი მცდელობა იყო.[4] კონსოლი გამოვიდა 1990 წელს ევროპაში და ტექნოლოგიურად დაფუძნებული იყო პოპულარულ სახლის კომპიუტერ Amstrad CPC-ზე.[4] GX4000 იზიარებდა Amstrad-ის CPC Plus-ის კომპიუტერების ხაზის არქიტექტურას, (რომელიც გამოიცემოდა კონსოლის პარალელურად), რისი მეშვეობითაც გააჩნდა CPC Plus-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობა.
Amstrad GX4000 | |
---|---|
GX4000 კონტროლერთან ერთად | |
შემქმნელი | Amstrad |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მესამე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ევრ სექტემბერი, 1990[1] |
თავდაპირველი ფასი | 99 გირვანქა სტერლინგი[2] |
შეწყდა | 1991 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Zilog Z80 @ 4 მჰც |
მეხსიერება | 64 კბ RAM |
გრაფიკა | 160x200-დან 640x200-მდე |
ხმა | AY-3-8910-ის ჩიპი, 3 არხიანი მონოხმა |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Burnin' Rubber“ |
კომპანია Amstrad-მა ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო სახლის კომპიუტერების ხაზის, CPC-ის წრმოება, რამაც დიდი წარმატება მოუტანა ევროპაში. 1980-იანებში პოპულარული გახდა სათამაშო კონსოლები, მაგალითისთვის როგორებიც არის Nintendo-ს Nintendo Entertainment System, Sega Master System, Sega Mega Drive და სხვები. ამიტომაც, მას შემდეგ რაც 1990 წელს გამოიცა CPC-ის ხაზის უკანასკნელი მოდელი Amstrad CPC 6128+, კომპანიამ გადაწყვიტა ამ მოდელის ბაზაზე შეექმნა სათამაშო კონსოლი. ის დაანონსდა პარიზში 1990 წლის აგვისტოში,[5] ხოლო საბოლოოდ გამოიცა იმავე წლის სექტემბერში ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში.[6]
კონსოლის თავდაპირველი ფასი 99 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. ის გამოიყენებდა Zilog Z80-ის ცენტრალურ პროცესორს 4 მჰც ტაქტური სიხშირით,[4] 64 კბ ოპერატულ მეხსიერებას,[7] 16 კბ ვიდეო მეხსიერებას და AY-3-8910-ის ხმის ჩიპს. ეკრანის გაფართოება მოიცავდა 160x200-დან 640x200-მდე პიქსელებს. რაც შეეხება თამაშების ბიბლიოთეკას, კონსოლის არსებობის ისტორიაში გამოვიდა 27 თამაში.[8][9] მათი უმრავლესობა შეიქმნა ბრიტანული და ფრანგული კომპანიების მიერ. ყველაზე განთქმული პროექტები იყო „RoboCop 2“, „Pang“, „Plotting“, „Navy Seals“ და „Switchblade“
Amstrad-ის მიერ GX4000 გამოშვება კონსოლების ბაზარზე შემოსვლის პირველი და ერთადერთი მცდელობა იყო. მიუხედავად ძლიერი აპარატული მახასიათებლებისა, მომხმარებლებს შორის პოპულარობა ვერ მოიპოვა და 1991 წელს მისი წარმოება შეწყდა. აგრეთვე წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულადაც, საერთო ჯამში გაიყიდა სისტემის 15,000 ასლი.[10] ბევრი მიმოხილველის აზრით, Amstrad GX4000 ითვლება უდიდეს ან ერთ-ერთ უდიდეს კრახად სათამაშო სისტემების ისტორიაში.[11][12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.