From Wikipedia, the free encyclopedia
ჰულაგუიანთა სახელმწიფო იგივე ილხანთა საყაენო — ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის, ჰულაგუს მიერ დაარსებული სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა მონღოლეთის იმპერიის დაშლის შედეგად და მოიცავდა ირანსა და აზერბაიჯანს, თანამედროვე ავღანეთისა და თურქმენეთის უდიდეს ნაწილს, ამიერკავკასიის უდიდეს ნაწილს, ერაყსა და მცირე აზიის აღმოსავლეთს (მდინარე ყიზილ-ირმაქამდე). ჰულაგიანებთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ: საქართველო, ტრაპიზონის იმპერია, რუმის სასულთნო, კილიკიის სომხეთის სახელმწიფო, კვიპროსის სამეფო, ქართების სახელმწიფო ჰერათში. ქვეყნის დედაქალაქი სხვადასხვა დროს იყო: მარაღა, თავრიზი, სოლთანიე და ისევ თავრიზი. ჰულაგუიანები ებრძოდნენ ჩაღათაიდებს, ოქროს ურდოსა და ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს. ჰულაგუიანთა სახელმწიფოს პირველ პერიოდში (1256-1295 წწ.) ძლიერი იყო მონღოლ-თურქთა ტრადიციები. ილხანმა ყაზან-ყაენმა (1295-1304 წწ.) მკვეთრად შეცვალა საშინაო პოლიტიკა, დაუახლოვდა ირანულ არისტოკრატიას და სამოქალაქო ბიუროკრატიას. რაშიდ ად-დინის თანადგომითა და ხელშეწყობით მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რამაც გამოიწვია დროებითი ეკონომიკური აღმავლობა სახელმწიფოში.
ილხანი ایلخانان | ||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
დროშა | ||||||||||||||||||||||||||||
დედაქალაქი | მერაგე (1256–1265) თავრიზი (1265–1306) სოლთანიე (1306–1335) | |||||||||||||||||||||||||||
ენები | სპარსული შუამონღოლური | |||||||||||||||||||||||||||
რელიგია | შამანიზმი და ბუდიზმი (1256–1295) ისლამი (1295–1335) | |||||||||||||||||||||||||||
მთავრობა | მონარქია | |||||||||||||||||||||||||||
ილხანი | ||||||||||||||||||||||||||||
- | 1256–1265 | ჰულაგუ-ხანი | ||||||||||||||||||||||||||
- | 1316–1335 | აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი | ||||||||||||||||||||||||||
საკანონმდებლო ხელისუფლება | ყურულთაი | |||||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||
- | შექმნა | 1256 | ||||||||||||||||||||||||||
- | გაუქმდა | 1335 | ||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ირანი აზერბაიჯანი სომხეთი ავღანეთი თურქეთი თურქმენეთი პაკისტანი ერაყი საქართველო სირია ტაჯიკეთი რუსეთი | |||||||||||||||||||||||||||
აბუ საიდის (1316-1335 წწ.) სიკვდილის შემდეგ ცალკეულ ფეოდალურ დაჯგუფებებს ტახტზე აჰყავდათ მარიონეტი ილხანები ჰულაგუიანების საგვარეულოდან. XIV საუკუნის 40-იან წლებში ჰულაგუიანების სახელმწიფო რამდენიმე ფეოდალურ სამეფოდ დაიყო (ჯელაირიდთა, ჩობანიდთა, მოზაფერიდთა). ჰულაგუიანების სახელმწიფოს დაშლაში დიდი როლი ითამაშა სახალხო აჯანყებებმა (სარბედართა, გილანის, მაზანდარანის და სხვა).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.