ჰენრი IV
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი IV ლანკასტერი (ინგლ. Henry IV Lancaster; დ. 3 აპრილი, 1367, ბოლინბროკის სასახლე, ლინკონშირი — გ. 20 მარტი, 1413[1], ლონდონი) — ინგლისის მეფე 1399–1413 წლებში. პირველი მეფე ლანკასტერების დინასტიიდან (პლანტაგენეტების შტო). ლანკასტერის ჰერცოგის, ჯონ გონტის ვაჟი.
ჰენრი IV | |
---|---|
![]() | |
ინგლისის მეფე | |
კორონაცია: | 13 ოქტომბერი, 1399 |
მმართ. დასაწყისი: | 30 სექტემბერი, 1399 |
მმართ. დასასრული: | 20 მარტი, 1413 |
წინამორბედი: | რიჩარდ II |
მემკვიდრე: | ჰენრი V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | აპრილი, 1367 |
დაბ. ადგილი: | ბოლინგბროუკი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 20 მარტი, 1413 (45 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: | კენტერბერის კათედრალი, კენტი, ინგლისი |
მეუღლე: |
მერი დე ბოჰუნი (ქ. 1381 - გარდ. 1394) ჟანა ნავარელი (ქ. 1403) |
შვილები: |
ჰენრი V, ინგლისის მეფე თომასი, კლარენსის ჰერცოგი ჯონი, ბედფორდის ჰერცოგი ჰამფრი, გლოცესტერის ჰერცოგი ბლანკა, პფალცის პრინცესა ფილიპა, დანიის დედოფალი |
დინასტია: | ლანკასტერები |
მამა: | ჯონი, ლანკასტერის ჰერცოგი |
დედა: | ბლანკა ლანკასტერელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
1397 წელს მხარს უჭერდა რიჩარდ II-ის მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებას, თუმცა მალე თავად ჰენრი გააძევა რიჩარდმა ინგლისიდან. 1399 წელს მეთაურობდა ჩრდილოეთ ინგლისის ბარონთა ამბოხებას, ჩამოაგდო რიჩარდ II და თვითონ გახდა მეფე. ჰენრი VI-ის მმართველობას თან ახლდა მსხვილ ფეოდალთა (ჰოლანდები, პერსი და სხვ.) ამბოხებები, აჯანყებები უელსში, შოტლანდიელთა თავდასხმები. უჭერდა რა მხარს კათოლიკურ ეკლესიას, ცდილობდა ამოეძირკვა ადრეული რეფორმაციული მოძრაობები. 1401 წელს მიიღო ლოლარდების წინააღმდეგ მიმართული სტატუტი.
ლიტერატურა
- Ian Mortimer, The Fears of Henry IV: the Life of England's Self-Made King (Jonathan Cape, 2007).
- Зверева В. В. Генрих IV // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 569.
რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.