From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი ჰალიტ დეილი[17] (ინგლ. Henry Hallett Dale; 9 ივნისი, 1875, ლონდონი — გ. 23 ივლისი, 1968, კემბრიჯი) — ინგლისელი ფარმაკოლოგი, ფიზიოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1914), მისი მუდმივი მდივანი (1925–1935) და პრეზიდენტი (1940–1945). დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (1898). ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაზე სპეციალიზებული იყო ერნესტ ჰენრი სტარლინგთან და პაულ ერლიხთან. 1904 წლიდან იყო ფარმაცევტული ფირმების (Burrouglis, Wellcome and Company) თანამშრომელი, 1914 წლიდან — ჰამფსტედის სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტისა (ლონდონი; 1928–1942 წლებში დირექტორი). 1942–1946 წლებში ხელმძღვანელობდა სამეფო ინსტიტუტის დევი-ფარადეის ლაბორატორიას; 1939–59 წლებში იყო ლონდონის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი.[18]
ძირითადი შრომები დაკავშირებულია ნერვული იმპულსის გადაცემის მექანიზმების გამორკვევასთან. პირველმა ჩაატარა კვლევები სიმპათიკური ამინების, ჰისტამინის, აცეტილქოლინისა და ერგოტოქსინის მოქმედების შესასწავლად. აღწერა აცეტილქოლინისა და პარასიმპათიკური ნერვული ბოჭკოების ელექტრული სტიმულაციის ბიოლოგიურ ეფექტებს შორის მსგავსება; დაამტკიცა, რომ აცეტილქოლინი ნეირომედიატორია და მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში. 1936 წელს გადაეცა ნობელის პრემია (ოტო ლევთან ერთად).[18]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.