From Wikipedia, the free encyclopedia
შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი (არაბ. حمد بن خليفة آل ثاني; დ. 1 იანვარი 1952, დოჰა, კატარი) — კატარის ამირა 1995 წლის 27 ივნისიდან (შვეიცარიაში დასასვენებლად მყოფი მამამისის ჩამოგდების შემდეგ) 2013 წლის 25 ივნისამდე[1][2].
ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი حمد بن خليفة آل ثاني | |||||||||||||
კატარის მე-3 ამირა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |||||||||||||
27 ივნისი 1995 – 25 ივნისი 2013 | |||||||||||||
წინამორბედი | ხალიფა ბინ ჰამად ალ-თანი | ||||||||||||
მემკვიდრე | ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანი | ||||||||||||
კატარის მე-2 პრემიერ-მინისტრი | |||||||||||||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |||||||||||||
27 ივნისი 1995 – 29 ოქტომბერი 1996 | |||||||||||||
წინამორბედი | ხალიფა ბინ ჰამად ალ-თანი | ||||||||||||
მემკვიდრე | აბდულაჰ ნიბ ხალიფა ალ-თანი | ||||||||||||
დაბადებული | 1 იანვარი, 1952 დოჰა, კატარი | ||||||||||||
მოქალაქეობა | კატარის | ||||||||||||
ეროვნება | კატარელი | ||||||||||||
მამა | ხალიფა ბინ ჰამად ალ-თანი | ||||||||||||
დედა | შეიხა ალ-ატიიაჰი | ||||||||||||
მეუღლე | ● მარიამ ბინტ მუჰამადი ● მოზაჰ ბინტ ნასსერი ● ნოორა ბინტ ხალიდი | ||||||||||||
შვილები | ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანი | ||||||||||||
რელიგია | სუნიტი მუსლიმი | ||||||||||||
ჯილდოები |
განათლების მირბა კატარში დაიწყო, 1971 წლის ივლისში დაამთავრა დიდი ბრიტანეთის სანჰიორსტის სამეფო სამხედრო აკადემია, მსახურობდა პატარის არმიაში. 1977 წლის 31 მაისიდან — ქვეყნის ტახტის მემკვიდრე და თავდაცვის მინისტრი, მის მთავარ მიზანს არმიის მოდერნიაზაცია წარმოადგენდა. 1995 წლის 27 ივნისიდან უსისხლო გადატრიალებისდა და საკუთარი მამის თანამდებობიდან ჩამოგდების შემდეგ, მოდის ქვეყნის სათავეში. აქვს სუსტი ჯანმრთელობა, დაავადებულია დიაბეტით. 1997 წელს კატარი რეგიონის პირველ ქვეყნად გახადა, რომელმაც ქალებს საარჩევნო უფლება მისცა.
ის ცნობილია პირველი არაბული საერთაშორისო სამაუწყებლო ტელევიზიის, ალ-ჯაზირას დაარსებისთვის გაწეული დახმარების გამო, რომელიც გამოიხატა მის გადაწყვეტილებაში პირველი ხუთი წლის განმავლობაში ალ-ჯაზირას არსებობის შესანარჩუნებლად, ის 500 მილიონი კატარული რიალით ($137 მილიონი) დაფინანსებინა. 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში მას ბრალს სდებდნენ ისეთი ორგანიზაციების ფინანსურ და მატერიალურ დახმარებაში, როგორებიც არიან ჰამასი[3], ანსარ დინე[4], დასავლეთი აფრიკის გაერთიანებისა და ჯიჰადის მოძრაობა (MUJAO)[4] და ალ-ნუსრის ფრონტი.[5].
2013 წლის 25 ივნისს ჰამადმა სატელევიზიო გამოსვლისას ქვეყნის მმართველობა თავის შვილს ტამიმს გადააბარა[6]. ძალაუფლების შეცვლასთან დაკავშირებით, ჰამადმა განაცხადა: „დრო მოვიდა ჩვენი ერის მოგზაურობაში ახალი გვერდის გადაშლისა, რომელშიც პასუხისმგებლობას ახალი თაობა იკისრებს საკუთარ თავზე“[7].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.