ჰაინრიხ IV (სრი)
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაინრიხ IV (დ. 11 ნოემბერი, 1050 — გ. 17 აგვისტო, 1106, ლიუტიხი, ლიეჟი) — გერმანიის მეფე 1056-იდან, იმპერატორი 1084-იდან. ჰაინრიხ III-ის ძე. მძიმე ბრძოლები გადაიტანა თავის სრულწლოვანებამდე (1065) უზომოდ განდიდებული მთავრების ასალაგმავად. საქსონიაში სამეფო ხელისუფლების აღდგენას მოჰყვა საქსონიის აჯანყება 1073–1075, რომელიც გაჭირვებით ჩაახშო. ჰაინრიხ IV გერმანიასა და ჩრდილოეთ იტალიაში საეკლესიო ინვესტიტურის უფლებისათვის ებრძოდა პაპ გრიგოლ VII-ს. 1076 პაპმა იგი ეკლესიიდან განკვეთა და ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა. ჰაინრიხ IV იძულებული გახდა შენდობისათვის პაპს კანოსაში ხლებოდა (1077 წლის იანვარი), ხოლო შემდეგ ანგარიში გაუსწორა თავის მტრებს გერმანიაში. 1080 პაპმა კვლავ შეაჩვენა იგი. საპასუხოდ ჰაინრიხ IV-მ გაილაშქრა პაპის წინააღმდეგ (1081), დაიპყრო რომი (1084) და ანტიპაპის კლემენტ III-ის ხელით მიიღო საიმპერატორო გვირგვინკურთხევა, მაგრამ გრიგოლ VII-ის მოკავშირე სამხრეთ იტალიელმა ნორმანებმა იგი რომიდან გააძევეს. მარცხიანი გამოდგა ჰაინრიხ IV-ის მესამე ლაშქრობაც იტალიაში (1090-1097). სიცოცხლის ბოლო წლები ჰაინრიხ IV-მ შინააშლილობასთან ომში გაატარა.
დაკრძალულია შპაიერის კათედრალში, შპაიერი, გერმანია.
∞ 1) ივლისი 1066, ტრიბური.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.