კლოსტერნოიბურგი

From Wikipedia, the free encyclopedia

კლოსტერნოიბურგი

კლოსტერნოიბურგი (გერმ. Klosterneuburg) — პატარა ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 25 870 ადამიანს შეადგენს.

სწრაფი ფაქტები დასახლებული პუნქტი, ქვეყანა ...
დასახლებული პუნქტი
კლოსტერნოიბურგი
გერმ. Klosterneuburg
Thumb
გერბი
Thumb

ქვეყანა  ავსტრია
კოორდინატები 48°18′15″ ჩ. გ. 16°19′00″ ა. გ.
მმართველი Christoph Kaufmann
ფართობი 76.2 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 192 მეტრი
მოსახლეობა 27 058 (1 იანვარი, 2018)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 02243
საფოსტო ინდექსი 3400[2]
საავტომობილო კოდი KG
ოფიციალური საიტი https://www.klosterneuburg.at/
Thumb
დახურვა
Thumb
ეკლესია
Thumb
ეკლესია

მდებარეობს მდინარე დუნაიზე, ვენიდან ოდნავ ჩრდილოეთით, რომლისგანაც კაჰლენბერგისა და ლეოპოლდსბერგის ბორცვები გამოყოფს. შუა საუკუნეებში გამოეყო თავის ტყუპ ქალაქს, კორნოიბურგს, მას შემდეგ, რაც მდინარე დუნაიმ დინების მიმართულება შეიცვალა.

კლოსტერნოიბურგი მარკგრაფმა ლეოპოლდ III-მ დააარსა და შემდეგში განვითარდა თავის ცნობილ მონასტერთან ერთად. ლეოპოლდ III-ს და შემდეგში ლეოპოლდ VI-ს აქ რეზიდენციები გააჩნდათ. 1938 - 1954 წლებში წარმოადგენდა ვენის 26-ე რაიონს. დღეისათვის, ქალაქს გააჩნია მცირე მრეწველობა და მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ქალაქია, თითქმის ყოველთვის მაინც ვენის გარეუბნად მოიაზრება.

ქალაქში ფუნქციონირებს საყიდლების ძირითადი არეალები.

განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა კლოსტერნოიბურგის მონასტერი, რომლის არსებობაც ჩანაწერებში პირველად 1108 წელს დასტურდება.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.