From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუანშერ II (გ. 787[1]) — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 50–60-იან წლებში. მის დროს საქართველოში და კერძოდ ქართლში არაბები ბატონობდნენ. დახარკულმა მოსახლეობამ არაბებს აჯანყება მოუწყეს. არაბები ქართველი ხალხის წინააღმდეგობას დაუნდობელი სისასტიკით პასუხობდნენ. ჯუანშერი და ფეოდალური ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზმი მტკიცე აღმოჩნდა და განსაცდელს გაუძლო.
ჯუანშერის მმართველობის პერიოდში, 764 წელს ხაზარებმა ამიერკავკასიაში ილაშქრეს. ხაზარეთის ხაკანს ჯუანშერის და, შუშანი მოეწონა და მისი ხელი ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ხაზართა ლაშქარი, ბლუჩანის სარდლობით, კახეთს შეესია, დაატყვევა ჯუანშერი და შუშანი. ხაზარეთის გზაზე შუშანმა ბეჭდის თვალში დამალული საწამლავით თავი მოიკლა: „ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თუალი და მოწოა იგი, რამეთუ იყო თუალსა მის ქვეშე წამალი სასიკუდინე და მუნთქუესვე მოკუდა“. განრისხებულმა ხაკანმა ბლუჩანი ცხენებს გააგლეჯინა, ჯუანშერი კი სამი წლის შემდეგ გაათავისუფლა ტყვეობისგან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.