From Wikipedia, the free encyclopedia
ფლამარიონ ჯოვინო ფილიო (პორტ. Flamarion Jovinho Filho; დ. 30 ივლისი, 1996) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ფლამარიონი. საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორგზის ვიცე-ჩემპიონი, ეროვნული ლიგის სეზონის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი და ორგზის საუკეთესო ბომბარდირი, საქართველოს სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში. 2021 წლის ბოლოს ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.[1]
ფლამარიონი 2020 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 30 ივლისი, 1996 | ||
სიმაღლე | 171 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო ბათუმი | ||
ნომერი | 40 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2013–2016 | პალმეირასი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2016–2017 | ლოვჩენი | 7 | (2) |
2017– | დინამო ბათუმი | 167 | (82) |
2020–2021 | → როტორი | 20 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 ნოემბერი, 2023 |
ფლამარიონი „პალმეირასის“ აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა 2016 წელს მონტენეგროულ საფეხბურთო კლუბ „ლოვჩენში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც მონტენეგროს ეროვნული ჩემპიონატის 5 მატჩი ჩაატარა.
2017 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. 2017 წლის სეზონში მან საქართველოს უმაღლესი ლიგის 22 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო სეზონის ბოლოს გუნდთან ერთად ლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა. ბოლნისის „სიონთან“ გამართული პლეი-ოფის მატჩების შედეგების შემდეგ ბათუმის „დინამო“ პირველ ლიგაში დაქვეითდა.
მომდევნო სეზონში პირველ ლიგაში ფლამარიონმა 32 მატჩი ჩაატარა და 24 გატანილი გოლით ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა,[2] ხოლო მისმა კლუბმა პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა.
2019 წლის სეზონში, კლუბთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა და 17 გატანილი გოლით ლიგის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო სეზონის ბოლოს ფლამარიონი საქართველოს ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[3]
2020 წლის 7 სექტემბერს იჯარით რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „როტორის“ რიგებში განაგრძო გამოსვლა,[4] რომლის მაისურით პირველად 2020 წლის 27 სექტემბერს ყაზანის „რუბინთან“ მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, თუმცა შეხვედრა „რუბინმა“ 3–1 მოიგო, რომლის შემადგენლობაშიც სამიდან ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო.[5][6]
იმავე წლის 24 ოქტომბერს, მოსკოვის ლოკომოტივთან სტუმრად გამართულ რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში მან თავისი პირველი გოლი გაიტანა, ასევე პირველი საგოლე გადაცემაც შეასრულა და შეხვედრის ბოლოს, რომელიც „როტორმა“ 2–1 მოიგო — ფლამარიონი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ „როტორისთვის“ ეს იყო პირველი გამარჯვება სეზონში.[7] „როტორის“ მაისურით მან კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო — 2020 წლის 16 დეკემბერს, მე-19 ტურის მატჩში ტულის „არსენალთან“ (1–0)[8] და 2021 წლის 16 მაისს, კვლავ ყაზანის „რუბინთან“ (1–1), ამჯერად სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც მისი რიგით მეოცე და ბოლო მატჩი გამოდგა ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში.[9]
„როტორში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ კვლავ ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა და უკვე 2021 წლის 22 ივნისს საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში ითამაშა ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ, რომელიც ქუთაისში გაიმართა და ფრედ 2–2 დასრულდა.[10] იმავე წლის პირველ ივლისს საქართველოს პირველობის 21-ე ტურის შეხვედრაში თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ, რომელიც თბილისში გაიმართა — ფლამარიონმა მატჩის ბედის გადამწყვეტი გოლი შეხვედრის ბოლო წუთზე შეაგდო, რითაც თავის გუნდს პრინციპული და სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.[11]
ჯოვინო ფლამარიონმა ასევე კარგად დაიწყო 2022 წლის სეზონი, როდესაც პირველ ორ ტურში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად მან თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა, სადაც შესრულებული დუბლითა და საგოლე პასით თბილისელთა დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.[12] ამ შეხვედრის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ ბრაზილიელ შემტევთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ჯოვინო ბათუმის „დინამოში“ 2023 წლის ბოლომდე დარჩება.[13]
2022 წლის დეკემბრის ბოლოს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2022 გაიმართა, რომელზეც სეზონის გამორჩული ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოავლინეს. საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა, რომელიც, ამავდროულად, 19 გატანილი გოლით ეროვნული ლიგის საუკეთესო ბობარდირიც გახდა. 2022 წლის საუკეთესო მეგოლემ ყველა კონკურენტი დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა — მეორე ადგილზე გასულმა ირაკლი რუხაძემ 13 გოლი გაიტანა, ხოლო მეამეადგილოსანმა ირაკლი სიხარულიძემ კი 12 ბურთი შეაგდო.[14]
2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სპორტული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.[15]
ჯოვინო ფლამარიონი 2023 წლის ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პირველ წრეში ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რვა მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.[16][17]
2023 წლის 24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამომ“ საშინაო არენაზე „თელავს“ უმასპინძლა, 2–0 დაამარცხა და ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერის სტატუსი დაიბრუნა. მატჩში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. მუსა კონატეს გადაცემით თავი ჯოვინო ფლამარიონმა გამოიჩინა და ბათუმელები დააწინაურა. 90+5-ე წუთზე „დინამომ“ მეტოქის კარი მეორედ აიღო — საგოლე პასი კვლავ კონატემ შეასრულა, გოლი კი ისევ ფლამარიონმა გაიტანა.[18] საბოლოოდ, ზღვისპირელებმა 35 ქულა დააგროვეს, რითიც „საბურთალოსა“ (32) და წყალტუბოს „სამგურალს“ (32) ისევ გადაასწრეს. ფლამარიონმა კი ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში 11 გოლით ლიდერობა შეინარჩუნა.[19]
2023 წლის 28 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა,[20] რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა წინა ტურში გაინაღდა. მატჩის დაწყებამდე თბილისური კლუბის ფეხბურთელებმა პატივისცემა გამოავლინეს და მეტოქეს, რომელსაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კონკურენციას უწევდნენ, საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს. ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის გამარჯვებული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა — ჯოვინო ფლამარიონის გუნდმა 34-ე ტურში „თელავი“ 3–0 დაამარცხა და ჩემპიონის წოდება კლუბის არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ბათუმელებმა პირველად ჩემპიონობა 2021 წელს იზეიმეს. მომავალ ზაფხულს ბათუმელები საქართველოს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენენ. ამ გამარჯვებით ბათუმის „დინამო“ მეოთხე გუნდი გახდა, რომელიც საჩემპიონო ფარს მეორედ დაეუფლა.[21]
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | კონტინენტური | სხვა | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ლოვჩენი | 2016–17 | მონტენეგროს პირველი ლიგა | 5 | 0 | 1 | 0 | — | — | 6 | 0 | ||
დინამო ბათუმი |
2017 | ეროვნული ლიგა | 22 | 0 | 1 | 0 | 0[georgian 1] | 0 | - | 23 | 0 | |
2018 | ეროვნული ლიგა 2 | 32 | 24 | 1 | 0 | - | - | 33 | 24 | |||
2019 | ეროვნული ლიგა | 30 | 17 | 1 | 0 | - | - | 31 | 17 | |||
2020 | 8 | 4 | 0 | 0 | 1[georgian 1] | 0 | - | 9 | 4 | |||
2021 | 18 | 2 | 2 | 0 | 6[georgian 2] | 2 | - | 26 | 4 | |||
2022 | 29 | 19 | 0 | 0 | 4[georgian 3] | 0 | 1[georgian 4] | 0 | 33 | 19 | ||
2023 | 31 | 17 | 2 | 2 | 2 | 1 | 2[georgian 4] | 1 | 37 | 21 | ||
სულ | 170 | 83 | 7 | 2 | 13 | 3 | 3 | 1 | 193 | 89 | ||
როტორი → | 2020–21 | რუსეთის პრემიერლიგა | 20 | 4 | 0 | 0 | — | — | 20 | 4 | ||
სულ ჯამში | 195 | 87 | 8 | 2 | 13 | 3 | 3 | 1 | 219 | 93 |
თემატური საიტები |
---|
90minut · FootballDatabase.eu · Footballfacts.ru · Sambafoot · Soccerway · playmakerstats.com · Transfermarkt · worldfootball.net |
მედია |
---|
„ლელო“ · 1tv.ge · Sportline.ge |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.