სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ხუცუბანი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ხუცუბანი, ნაკაიძეები, ქვედა სამება).
სოფელი | |
---|---|
ხუცუბანი | |
ხუცუბანი. ქართველთა რაზმი. ერმაკოვი. | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხუცუბანი |
კოორდინატები | 41°48′13″ ჩ. გ. 41°49′55″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3483[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,3 % რუსები 0,3 % უკრაინელები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, მდინარე კინტრიშის ნაპირზე, ზღვის დონიდან 50 მ., ქობულეთიდან 6 კმ. სოფელში აბანოს ღელეზე გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 2000 ლ/დ.[2]
სოფელი მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და უმთავრესად დაქანებულ ფერდობზეა გაშენებული. მდინარე კინტრიშის მარცხენა მხრიდან ხუცუბანს სოფელი სამება ესაზღერება, ჩრდილოეთიდან სოფელი გვარა და პატარა მდინარე აჭვყა; აღმოსავლეთით – სოფელი ქობულეთი, დასავლეთით კი ნაკაიძეების უბანი, ნასაყდრალ თეთროსანის მიდამოების ჩათვლით.
ხუცუბანი მთლიანად ღიაა მავი ზღვისპირეთიდან. ზღვიდან მონაბერი ორთქლით ნაჯერი ქარები ატმოსფერულ ნალექებს იწვევს. წლიური ნალექი აქ 2365 მმ აღემატება.
სოფელში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლი. 1878 წლის 18 იანვარს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს სოფლის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ჯარებს შორის. სოფლის ტერიტორიაზე აღმართულია რუსთა და ქართველთა საძმო სასაფლაოები. ერთი მათგანი კავკასიის მე-2 მსროლელთა ბატალიონის 76 წევრისაა, ხოლო მეორე — გურიის დრუჟინის 38 მებრძოლისა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა და ციტრუსების შემფუთავი ქარხანა.
ხუცუბნისა და გვარას საზღვარზე იდგა „თეთროსნის მონასტერი“. ტაძარი ცნობილი იყო მთელ გურიაში და განსაკუთრებით ქვემო გურიაში. XVI საუკუნეში აქ გადაწერეს დავითნი, რომელიც „თეთროსნის დავითნის“ სახელით არის ცნობილი. მისი გადამწერი იყო გერმანოზ კალიგრაფი. ტაძარი წაართვეს გურიას დაახლოებით 1728 წელს. მისი ღვთისმშობლის მდიდრული ხატი ინახებოდა აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში.[3]
სოფელში დაფიქსირებული ტოპონიმებია თეთროსანი, საქათმია,შუბალაური, კოკოტია, ობოდირი, კოჩალია, ბნელიღელე, ურიების სასაფლაო, სახტარი, გაძირულა, საქორია, მუქიბისეული, სათიკნეა, აბანოღელე, თაგვეთი, გორდელაძნების ოჯახი, ბოხვაური, ყადეს ეზო, ჯეფირი, ქარმანაული, წყალთაშვა, გენერლის საფლავი (1877--1878 წლების ომში დაღუპულ მეომართა სასაფლაო), ნაურვალი, ურიის ღელე, მაჭახლები, აშორეს ღელე, ნამპედლები.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3483 კაცი.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.