From Wikipedia, the free encyclopedia
ხუნძური ენა, ავარული ენა — კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკასა და აგრეთვე აზერბაიჯანში (ბელაქნის და ზაქათალის რაიონებში). ხუნძურ ენაზე დაახლოებით 790 000 კაცი ლაპარაკობს.[1]
ხუნძური ენა магІарул мацІ | |
გავრცელებულია | რუსეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაახ. 766.500 |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ხუნძურ-ანდიური ენები |
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
ენის კოდები | av |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-av}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ხუნძური ენა |
ხუნძურ ენაში განირჩევა დიალექტთა 2 მთავარი ჯგუფი: ჩრდილოეთისა (ხუნძახური) და სამხრეთის (ჰიდურ-ანდალალურ-ყარახული, ანწუხური, ჭარული). სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ჩრდილოეთის (ხუნძახური) დიალექტი. დამწერლობა ემყარება კირილიცას.
ხუნძური ენის ბგერითი შედგენილობა ხასიათდება მარტივი ვოკალიზმით და რთული კონსონანტიზმით. გარჩეულია 5 ხმოვანი (ა, ე, ი, ო, უ). მახვილი სიტყვაში შეიძლება იყოს თავიდან პირველ ან მეორე მარცვალზე. მორფოლოგიული კატეგორიებიდან გარჩეულია 3 გრამატიკული კლასი. ძირითადი ბრუნვები: სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი და მიცემითი; გარჩეულია ადგილობით (ლოკალურ) ბრუნვათა 5 სერია (წყება), თითოეულში 3-3 ბრუნვაა (ადგილობითი, მიმართულებითი და დაშორებითი). არსებობს ორ- და ერთფუძიანი ბრუნების ტიპები. თვლის სისტემა ოცობითია. მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს. ზმნა იცვლება გრამატიკული კლასისა და რიცხვის მიხედვით; მდიდარია დრო-კილოთა და სხვადასხვა მოდალური მნიშვნელობის ფორმებით. ზმნის უარყოფით ფორმათა წარმოების პრინციპი სინთეზურია. მორფოლოგიური ელემენები სახელსა და ზმნაში შეიძლება იყოს პრეფიქსიცა და სუფიქსიც. ფორმათა წარმოების ზოგადი პრინციპი აგლუტინაციურია.
დამოკიდებული წინადადების როლში გვევლინება ინფინიტივიანი და მასდარიანი, აბსოლუტივიანი და მიმღეობიანი კონსტრუქციები. საკუთარი ძველი ლექსიკა კარგადაა დაცული. გვხვდება ნასესხები სიტყვებიც თურქული, არაბული, სპარსული და რუსული ენებიდან.
А а | Б б | В в | Г г | Гъ гъ | Гь гь | ГI гI | Д д |
/a/ | /b/ | /w/ | /ɡ/ | /ʁ/ | /ɦ/ | /ʕ/ | /d/ |
Е е | Ё ё | Ж ж | З з | И и | Й й | К к | Къ къ |
/e/, /je/ | /jo/ | /ʒ/ | /z/ | /i/ | /j/ | /k/ | /qː’/ |
Кь кь | КI кI | КIкI кIкI | Кк кк | Л л | М м | Н н | О о |
/t͡ɬː’/ | /k’/ | /t͡ɬː/ | /ɬ/ | /l/ | /m/ | /n/ | /o/ |
П п | Р р | С с | Т т | ТI тI | У у | Ф ф | Х х |
/p/ | /r/ | /s/ | /t/ | /t’/ | /u/ | /f/ | /χ/ |
Хх хх | Хъ хъ | Хь хь | ХI хI | Ц ц | Цц цц | ЦI цI | ЦIцI цIцI |
/χː/ | /qː/ | /x/ | /ħ/ | /t͡s/ | /t͡sː/ | /t͡s’/ | /t͡sːʼ/ |
Ч ч | ЧI чI | ЧIчI чIчI | Ш ш | Щ щ | Ъ ъ | Ы ы | Ь ь |
/t͡ʃ/ | /t͡ʃ’/ | /t͡ʃːʼ/ | /ʃ/ | /ʃː/ | /ʔ/ | /ɨ/ | |
Э э | Ю ю | Я я | |||||
/e/ | /ju/ | /ja/ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.