From Wikipedia, the free encyclopedia
ხმალი — ცივი იარაღი. არსებობს მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი და მჩხვლეტავი ხმლები. ხმლების წონა მერყეობს 700 გრამიდან (როგორიცაა გლადიუსი) 6 კილომდე (მაგალითად ცვაიჰენდერი და ფლამბერგი). ერთხელიანი მჭრელი ან მჭრელ-მჩხვლეტავი ხმალის მასა შეადგენს 900 გრამიდან 2 კილომდე.
ხმლებს გამოყენებდნენ ბრძოლებისთვის. ხმლის კარგად ფლობისთვის საჭირო იყო მეომრის ხანგრძლივი წვრთნა. ხმლის განსაკუთრებული თვისება იყო მისი უნივერსალურობა:
თავდაპირველად ადამიანები ამზადებდნენ სპილენძის მოკლე ხმლებს, ჩვენ წელთა აღრიცხვით დაახლოებით 2000 წლით ადრე.
ევროპაში შუა საუკუნეებში ხმლები განსაკუთრებით გავრცელდა, იყო ბევრი მოდიფიკაცია რამაც ხმლები უფრო გააუმჯობესა. ძველ შუა საუკუნეებში გერმანელები იყენებდნენ ერთმხარით ბასრ ხმლებს რომლებსაც კარგი მჭრელი დარტყმა ჰქონდა, შემდეგ გაიზარდა ქალაქები, მოიმატა მჭედლობის და მეტალურგიის დონემ, ტყავის აბჯარი გადადის ფოლადის აბჯარში, პოპულარული ხდება რაინდების ტურნირები, დუელები და ბრძოლები, ამ დროსაც შეიქმნა მჭრელ-მჩხვლეტავი ხმლები. მოგვიანებით ჩნდება საომარი ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი, აბჯრები უფრო საიმედო ხდება (ფოლადის ფირფიტებით მზადდება), ეს კი ძლიერ მოქმედებს ხმლის რევოლუციაზე, ამ დროს უფრო პოპულარული ხდება მძიმე, ორხელიანი ხმლები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.