From Wikipedia, the free encyclopedia
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი ცენტრის კოლექციის ერთ-ერთი ნაწილია, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების, მხატვრების, პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეების, ემიგრაციის მოღვაწეების, სასულიერო პირების, აგრეთვე საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების და სინოდის კანცელარიის არქივები. ჯამში საარქივო ფონდების რაოდენობა 182-ია; აქედან, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 111 ფონდი. დანარჩენი 71 საარქივო ფონდი დამუშავების პროცესშია[1].
არქივში დაცული მასალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართველი პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის კუთვნილი კოლექცია, სადაც წარმოდგენილია ძვ. წ. II-XV საუკუნეებით დათარიღებული 170-მდე პაპირუსი.
დანარჩენ ფონდებში დაცულია XIX-XX საუკუნეების ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრება-შემოქმედებასთან დაკავშირებული ქართული, ლათინური, ფრანგული, ინგლისური, იტალიური, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური და სხვა უცხოენოვანი ორიგინალური საბუთები; მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობა; მრავალრიცხოვანი ფოლკლორული ჩანაწერები; უნიკალური ფოტონამუშევრები; სამხრეთ კავკასიის ახალი და უახლესი ისტორიის ამსახველი მასალა პოლიტიკის, ეკონომიკის, საეკლესიო ცხოვრების, ჟურნალისტიკის, თეატრის, მუსიკისა და სხვა სფეროებიდან[2].
სია შედგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტის მონაცემებზე დაყრდნობით. არქივები ანბანის მიხედვითაა დალაგებული; პიროვნებათა არქივები გვარების მიხედვითაა მოცემული (გარდა სასულიერო პირებისა, რომლებიც სიაში სახელის მიხედვით არიან მოცემული); ორგანიზაციების არქივები სიის ბოლო ნაწილში, პიროვნებათა არქივების შემდეგაა მოთავსებული. სხვადასხვა ფერითაა გამოყოფილი არქივთა შემდეგი ჯგუფები[1]:
მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა არქივები;
სასულიერო პირთა არქივები;
მწერალთა, პოეტთა და საზოგადო მოღვაწეთა არქივები;
მხატვართა არქივები;
პოლიტიკურ, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეთა არქივები;
ქართველ ემიგრანტთა არქივები;
ორგანიზაციების არქივები
იმ პირთა არქივები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილთაგან ორ ან მეტ ჯგუფში თავსდება; დეტალურად იხილეთ ამ ფერით აღნიშნული არქივების შენიშვნები;
სხვა;
ნიშნით აღნიშნულია დამუშავებული არქივები;
ნიშნით აღნიშნულია არქივები, რომელთა დამუშავებაც ამჟამად მიმდინარეობს და ჯერჯერობით მკვლევართათვის მათზე მუშაობა დროებით შეზღუდულია.
არქივი | ცენტრს გადაეცა... | შემადგენლობა | |
---|---|---|---|
ირაკლი აბაშიძე[3] | მისი ქალიშვილის, ირინე აბაშიძის მიერ 2009 წლის 19 თებერვალს. | ||
ილია აბულაძე[4] | მისი ოჯახის მიერ | 843 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი მასალა, რომელიც მოიცავს - ა) გამოკვლევებს, ბ) ლექსიკონებსა და სალექსიკონო მასალას, გ) რეცენზიებს, დ) ტექსტებს, ე) ამონაწერებს სხვადასხვა ტექსტებიდან; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
რუბენ აღაბაბიანი | |||
ვაჟა აზარაშვილი | |||
პავლე აკობია[5] | 2008 წლის 2 ივლისს | 108 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ალექსანდრე ეპისკოპოსი (ალექსი ოქროპირიძე)[6] | 1867 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | ||
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)[7] | 335 საარქივო საქმე: 1) ქადაგებები; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა. | ||
შალვა ამირანაშვილი[8] | მისი ოჯახის მიერ 1994 წლის 29 მარტს | ||
ელეფთერ ანდრონიკაშვილი[9] | |||
ლუარსაბ ანდრონკაშვილი[10] | 282 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | ||
ლია ანდღულაძე[11] | შემოსწირა თავად 2008 წლის 15 დეკემბერს. | ||
არჯევანიძეები: პეტრე, ივანე, ევდოკია, ზაქარია, ანტონი, ნინო, ნიკოლოზი, სოფიო[12] | 1975 წლის 28 აპრილს | 135 ერთეული: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) ხელწერილები; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
სოლომონ ასლანიშვილი (ბავრელი)[13] | 24 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიული; 2) შემოქმედებითი; 3) სხვადასხვა. | ||
ალექსანდრე ბარამიძე[14] | |||
დიმიტრი ბაქრაძე[15] | 1970 წლის 15 ივნისს | 182 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ხუტა ბერულავა[16] | მისი ქალიშვილის, მზეონა ბერულავას მიერ 2009 წლის 17 მარტს | ||
ნიკო ბერძენიშვილი[17] | ნინო ბერძენიშვილის მიერ 1974 წლის 31 მაისს; ნაწილი შემოსულია 1984 წლის 26 სექტემბერს. | 3734 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | |
ელიზბარ ბიჩინაშვილი | |||
ზაურ ბოლქვაძე | |||
გიორგი ბოჭორიძე[18] | 68 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
მარი ბროსე[19] | 167 საარქივო საქმე: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა და 3) სხვადასხვა. | ||
ვალერიან გაბაშვილი[20][შენიშვნა 1] | მისი ქალიშვილის მანანა გაბაშვილის მიერ 2008 წლის 13 თებერვალს | ||
გაბრიელ ეპისკოპოსი (გერასიმე ქიქოძე)[21] | 59 საარქივო საქმე: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმართვები; 3) მიმოწერა. | ||
კონსტანტინე გამსახურდია[22] | მისი შვილიშვილების შორენა და დავით (კონსტანტინე) ახობაძეების მიერ 2008 წლის 5 მარტს | ||
ალექსი გეგეჭკორი | |||
აკაკი გელოვანი[23] | მისი შთამომავლების მიერ 2009 წლის 26 თებერვალს | ||
ვარლამ გელოვანი[24] | 138 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) მისი მეუღლის _ ნინო გელოვანის ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 3) გიორგი თარხან მოურავის მასალა; 5) ვერა, ნადეჟდა და მარიამ თარხან მოურავების მიმოწერა; 6) ზურაბ ავალიშვილის მასალა; 7) სხვადასხვა. | ||
იასონ გელოვანი[25] | 1963 წელს | 20 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
დავით გვრიტიშვილი[26] | მისი ქალიშვილის ლუიზა გვრიტიშვილის მიერ 2008 წლის 5 მაისს | 87 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა. | |
ბეჟან გიორგაძე | |||
იაკობ გოგებაშვილი[27][შენიშვნა 2] | 640 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 3) შემოქმედებითი; 4) მიმოწერა; 5) სხვადასხვა. | ||
დერმიშა გოგოლაძე[28] | ანდრო და მედეა (ბაია) გოგოლაძეების მიერ 2008 წლის 15 ივლისს | ||
ივანე გომართელი[29][შენიშვნა 3] | 1965 წლის 10 აპრილს | 142 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა. | |
სერგი გორგაძე[30] | ქეთევან და დავით აბესაძეების მიერ 2006 წელს (დიდი ნაწილი) | 128 საარქივო საქმე: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | |
ევგენია გრანსტრემი[31] | მისი ოჯახის მიერ 2006 წლის 24 აგვისტოს | 226 საარქივო საქმე: 1) მიმოწერა; 2) სხვადასხვა. | |
იოსებ დავითაშვილი[32] | 118 საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 3)მიმოწერა; 4)სხვადასხვა. | ||
იოსებ დრბოგლავი[33] | 54 საქმე: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | ||
დიმიტრი დუმბაძე[34] | 1960 წლის 22 ნოემბერს | 935 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
მამია დუმბაძე[35] | მისი ვაჟის მალხაზ (მამუკა) დუმბაძის მიერ 2008 წლის 26 მარტს | ||
ივანე ელიაშვილი[36] | 203 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
ტიგრან ენფიანჯიანცი[37] | 126 საარქივო საქმე: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) სხვადასხვა. | ||
რფიელ ერისთავი[38] | 1965 წლის 4 მაისს, 19 ივნისს | 1097 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მასალები სამეგრელოს სამთავროს შესახებ; 4) მიმოწერა; 5) სხვადასხვა. | |
ანასტასია ერისთავი-ხოშტარია[39] | 1983 წლის 21 იანვარს | 401 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მისადმი მიძღვნილი ლექსები და სტატიები; 3) შემოქმედებითი; 4) მიმოწერა; 5) ფოტოები; 6) სხვადასხვა. | |
ვაჟა-ფშაველა[40] | 262 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
ალექსანდრე ვაჩეიშვილი[41] | ირაკლი და ნინო ვაჩეიშვილების მიერ 2008 წლის 15 ივლისს | ||
ევგენი ვეიდენბაუმი[42] | 1973 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | ||
ილია ვეკუა[43] | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გოჩა საითიძის მიერ 2008 წლის 13 ოქტომბერს | ||
კირილე ვეკუა[44] | გ. შარაშიძის მიერ 1989 წელს (ჩამოტანილია გერმანიიდან) | ||
პარმენ ზაქარაია[45] | |||
მიხეილ თამარაშვილი[46] | 1958 წლის 17 დეკემბერს (არქივის ნაწილი) | 4280 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | |
ექვთიმე თაყაიშვილი[47][შენიშვნა 4] | ნაწილი კალისტრატე სალიას მიერ 1972 წლის 12 ივნისს, დიდი ნაწილი 1981 წლის 26 მაისს | 2326 საარქივო საქმე:1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | |
რევაზ თვარაძე | |||
მოსე თოიძე[48] | |||
არუთუნ თუმანიანი[49] | 92 საარქივო ერთეული: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მასახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) ფოტოები. | ||
თუმანიშვილები: ბირთველი, გრიგოლი, დავითი, მანუჩარი, ნიკოლოზი, სულხანი, შიოში და ჯიმშერი[50] | 212 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) ხელწერილები; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
კონსტანტინე, ვასილ და სტეფანე თუმანიშვილები[51] | 1974 წლის 8 აპრილს | 197 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ანასტასია თუმანიშვილი[52][შენიშვნა 5] | 1959 წლის 17 ოქტომბერს | 962 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები. | |
გიორგი თუმანიშვილი | |||
მიხეილ თუმანიშვილი[53][შენიშვნა 6] | 1348 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
იოსებ, კობა და ლაშა იმედაშვილები | |||
კარლო ინასარიძე[54][შენიშვნა 7] | მისი ოჯახის მიერ 2007 წლის 25 ოქტომბერს, ანდერძის მიხედვით | ||
ოტია იოსელიანი | |||
პლატონ იოსელიანი[55] | 142 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე)[56] | 1965 წლის 19 ივნისს, 15 ნოემბერს; ნაწილი შემოსწირა ანასტასია ცინცაძემ | 312 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მოგონებები; 4) მიმოწერა; 5) ფოტოები; 6) სხვადასხვა. | |
ვასილ კარბელაშვილი[57][შენიშვნა 8] | 881 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
კორნელი კეკელიძე[58][შენიშვნა 9] | 1972 წლის 2 ივნისს; ნაწილი შემოსწირა ალექსანდრე ბარამიძემ 1977 წლის 20 ივლისს. | 949 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი: ა) გამოკვლევები, ბ) ამონაწერები, გ) რეცენზიები; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა (მათ შორის, ქართული ხელნაწერი ტექსტები). | |
მიხეილ კეკელიძე[59] | 1065 ერთეული: 1). პირადი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2). შემოქმედება; 3). მიმოწერა; 4). სხვადასხვა. | ||
მელიტონ კელენჯერიძე[60][შენიშვნა 10] | 1959 წლის 20 ივლისს | 253 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | |
გიორგი კვინიტაძე[61][შენიშვნა 11] | მისი ქალიშვილის ნანო დ’აბო-კვინიტაძის მიერ 2007 წლის 22 ოქტომბერს. | ||
თედო კიკვაძე[62] | 1962 წლის 16 აპრილს | 43 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი. | |
კირიონ II[63][შენიშვნა 12] | 1961 წლის 31 ოქტომბერს | 1615 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) ფოტოები; 4) სხვადასხვა (მათ შორის, მასალები ტარასი კანდელაკის შესახებ). | |
ლეონიდ კოკონოვიჩი | |||
ვიქტორ კუპრაძე[64] | მისი ქალიშვილის ნანა კუპრაძის მიერ 2008 წლის 7 ოქტომბერს | ||
ალექსანდრე ლომთათიძე | |||
გიორგი ლომთათიძე[65] | ნ. ღოღობერიძის მიერ 1994 წლის 17 ივნისს | ||
გრიგოლ ლორთქიფანიძე[66] | მისი ვაჟის, თეიმურაზ ლორთქიფანიძის მიერ 2008 წლის იანვარში | 139 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა | |
იოსებ ლორთქიფანიძე | |||
ირაკლი ლორთქიფანიძე[67] | ოჯახის მიერ 1979 წლის 20 ივლისს | 937 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | |
ლომჯარია სულიკო | |||
სერგი მაკალათია | |||
იაკობ მანსვეტაშვილი[68][შენიშვნა 13] | 1974 წლის 22 იანვარს | 37 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი. | |
იური მარი[69] | 1976 წლის 12 ივლისს, ნაწილი ცენტრს გადაეცა 1979 წლის 27 ივნისს, 1981 წლის 26 მაისს | 882 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა; 5) ფოტოები. | |
ნიკოლოზ მარი[70] | 1972 წლის 6 მარტს, ნაწილი 12 ივნისს შემოსწირა სოფიო მარმა, ნაწილი შემოვიდა 1979 წლის 27 ივნისს, აგრეთვე 1981 წლის 26 მაისს | 382 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ევგენი მარკოვი[71] | 1977 წლის 21 ივნისს | 1070 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | |
ქეთევან მაღალაშვილი[72] | 1983 წლის 21 დეკემბერს | 1239 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) გრიგოლ წერეთლის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 5) სხვადასხვა. | |
შალვა და გაიოზ მაღლაკელიძეები[73][შენიშვნა 14] | ჰანა მაღლაკელიძის, ჰილდე ჰერპისისა და კარლო ინასარიძის მიერ 1990 წლის 27 ივლისს | 600 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | |
ვლადიმერ მაყაშვილი[74] | |||
მიხეილ მაჩაბელი[75] | 1626 საარქივო საქმე:
1) ბიოგრაფიის, სამსახურეობრივი და საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
ფილიპე მახარაძე | |||
დარეჯან მეგრელაძე | |||
დუტუ მეგრელი[76] | 1983 წლის 21 იანვარს | 1161 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მისადმი მიძღვნილი სიტყვები, ლექსები, სტატიები; 3) შემოქმედებითი; 4) მიმოწერა; 5) ფოტოები; 6) სხვადასხვა. | |
ეგნატე მენთეშაშვილი[77] | 1977 წლის 21 დეკემბერს | 72 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი;3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
სერგეი მესხი[78][შენიშვნა 15] | 1959 წლის 20 ოქტომბერს | 89 საარქივო საქმე: 1) საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი;3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
შოთა მესხია[79] | მისი ქალიშვილების მანანა და მარინე მესხიების მიერ 2009 წლის 6 თებერვალს. | ||
მესხიშვილები: დიმიტრი, იაკინთე დიმიტრის ძე, სარდიონ დიმიტრის ძე, მიხეილ დიმიტრის ძე, სოფიო, სარდიონის მეუღლე, აპოლონ სარდიონის ძე, სარდიონ სარდიონის ძე, ლეონიდე სარდიონის ძე, ვლადიმერ სარდიონის ძე და ნინო სარდიონის ასული[80] | 1960 წლის 5 ივლისს | 389 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიული; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ელენე მეტრეველი[81] | მისი ოჯახის მიერ 2007 წლის 29 ივლისს | 3070 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
დიმიტრი მეღვინეთუხუცესი[82] | 56 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა. | ||
ვალერიან მიზანდარი | |||
სოფიო მიხაილოვა-მარი[83] | 567 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
ლევან მუსხელიშვილი[84] | 1962 წლის 28 აპრილს | 135 საარქივო საქმე: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | |
გიორგი ნადარეიშვილი | |||
ილია ნაკაშიძე[85] | 442 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) პეტრე ნაკაშიძის მასალები; 5) სხვადასხვა. | ||
ვანო ნანუაშვილი[86][შენიშვნა 16] | ანდრო და ნინო დაბროვების მიერ 2000 წლის 22 დეკემბერს | ||
ალექსანდრე ნიკოლაი[87] | |||
ალექსანდრე და ივანე ნიკურაძეები[88][შენიშვნა 17] | მათი ოჯახის მიერ, გ. შარაძის ხელით, 1989 წლის 27 ივნის | ||
ეგნატე ნინოშვილი[89] | 20 საარქივო საქმე: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) სხვადასხვა. | ||
თემურ ნუცუბიძე[90] | 568 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
რუსუდან ორბელი[91] | 866 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;2) შემოქმედებითი; 3) იოსებ ორბელის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალა;4) მიმოწერა; 5) სხვადასხვა. | ||
გრიგოლ ორბელიანი[92][შენიშვნა 18] | 717 საარქივო საქმე: 1) სამსახურეობრივი საქმიანობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
აკაკი და თამარ პაპავები | |||
ელისე და ოთარ პატარიძეები[93][შენიშვნა 19] | ელისე პაარიძის არქივი — მისი ვაჟის ოთარ პატარიძის მიერ 2007 წლის 12 ოქტომბერს; ოთარ პატარიძემ საკუთარი არქივი თავად შემოსწირა ცენტრს 2008 წლის 9 ივნისს |
||
პეტრე ეპისკოპოსი (კონჭოშვილი)[94] | ვ. კიკნაძის მიერ 2007 წლის 12 ოქტომბერს | ოთხი საარქივო საქმე | |
თედო ჟორდანია[95][შენიშვნა 20] | 1960 წლის 12 ოქტომბერს | 824 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ისიდორე რამიშვილი | |||
ქრისტეფორე რაჭველიშვილი[96] | მისი ვაჟის ბაადურ რაჭველიშვილის მიერ 2009 წლის 4 მარტს | ||
გრიგოლ რობაქიძე[97] | |||
ლევან რჩეულიშვილი | |||
ნინო და კალისტრატე სალიები[98][შენიშვნა 21] | |||
ნიკო სამადაშვილი[99] | სამი საარქივო საქმე | ||
ალექსანდრე სარაჯიშვილი[100] | 144 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ბარონ დე ბაის წერილები;5) სხვადასხვა. | ||
თედო სახოკია[101] | 1974 წლის 18 მარტს | 1988 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
რევაზ სვიმონიშვილი | |||
ფრიდონ სიხარულიძე | |||
კონსტანტინე სმირნოვი[102] | 1960 წლის 28 დეკემბერს | 156 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა;4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | |
იროდიონ სონღულაშვილი[103][შენიშვნა 22] | 1968 წლის 1 ივლისს; 1987 წლის 23 ნოემბერს | 452 საარქივო საქმე: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | |
გიორგი სტურუა[104] | მაყვალა ილურიძე-სტურუას მიერ 2009 წლის 30 იანვარს. | ||
ივანე სტურუა[105] | ირინა გოგოლაშვილის მიერ 2008 წლის 23 სექტემბერს. | ||
ილია ტაბაღუა | |||
ირაკლი ტატიშვილი[106] | მზია გომელაურის მიერ 1980 წლის 22 ივლისს | 164 საარქივო საქმე: 1) პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი;3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
პრასკოვია უვაროვა[107] | ფონდი შედგება რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში დაცული უვაროვას მასალების ფოტოპირებისაგან; პრასკოვია უვაროვას ფონდი 350 საარქივო საქმე: 1) საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი (დღიურები); 3) მიმოწერა. | ||
პეტრე უმიკაშვილი[108] | 42 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | ||
გრიგოლ ფერაძე[109][შენიშვნა 23] | 1976 წლის 15 დეკემბერს; ნაწილი შემოსწირა ოჯახმა 1996 წლის 30 ივნისს, ნაწილი მისმა ძმისშვილმა რომანოზ ფერაძემ 1998 წლის 2 ივლისს. | 54 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ივანე ქარსელაძე | |||
ნინო ღოღობერიძე | |||
ალექსანდრე ყაზბეგი[110] | 329 საარქივო საქმე:1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) მასალები ელისაბედ და მიხეილ ყაზბეგების შესახებ; 5) სხვადასხვა. | ||
ლევან ყანჩაველი[111] | ნანა ყანჩაველის მიერ 2008 წლის 4 დეკემბერს. | ||
ბარბარე და ნინო ყიფიანები[112] | 1965 წლის 19 ივნისს | 811 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | |
დიმიტრი ყიფიანი[113][შენიშვნა 24] | 1950 წლის 17 ივლისს | 1956 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
დავით ყიფშიძე[114] | იოსებ ყიფშიძის მიერ 1974 წელს. | 117 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და სამსახურეობრივი საქმიანობის ამსახველი მასალა;2) შემოქმედებითი; 3) სხვადასხვა. | |
იოსებ ყიფშიძე[115] | თინათინ ყიფშიძის მიერ 2001 წელს | ||
ალექსანდრე, გრიგოლ, ილია და ზაქარია ყიფშიძეები[116] | 1996 წლის 31 მაისს | 1411 საარქივო საქმე | |
ქრისტინე შარაშიძე[117] | 2938 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | ||
დიმიტრი შევარდნაძე[118] | 2000 წლის 12 მაისს; 2001 წლის 6 თებერვალს | ||
შოშიაშვილი ნოდარ | |||
სიმონ ჩიქოვანი | |||
გიორგი ჩუბინაშვილი[119] | 1993 წლის 15 თებერვალს | ||
ნიკო ჩუბინაშვილი[120] | |||
ვალერიან ცაგარეიშვილი[121] | მისი ქალიშვილის ელენე ცაგარეიშვილის მიერ 2008 წლის 26 თებერვალს. | ||
ალექსანდრე ცაგარელი[122] | ნაწილი 1959 წლის 27 იანვარს | 54 საარქივო საქმე: 1) სამსახურეობრივი საქმიანობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი;3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
უჩა ცინდელიანი | |||
აკაკი წერეთელი[123][შენიშვნა 25] | 873 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
გიორგი წერეთელი[124][შენიშვნა 26] | 587 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | ||
გრიგოლ წერეთელი[125] | 1965 წლის 30 მარტს; 1970 წლის 13 აპრილს; ნაწილი შემოსწირა ვ. სილოგავამ 1987 წლის 1 ივნისს | 3635 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სოფიო ივანეს ასული წერეთლის მასალები; 5) ილუსტრირებული მასალა; 6) სხვადასხვა. | |
თინათინ წერეთელი[126] | |||
მიხეილ წერეთელი[127][შენიშვნა 27] | ნ. სალიას მიერ 1979 წლის 20 ივლისს | ||
პაპუნა წერეთელი[128] | 1975 წლის 21 აპრილს | 1309 საარქივო საქმე. არქივი წარმოადგენს ფოტოკოლექციას. | |
წერეთლები: ზურაბ ქაიხოსროს ძე, გრიგოლ ზურაბის ძე, დიმიტრი გრიგოლის ძე, ნესტორ დიმიტრის ძე, ალექსანდრე გრიგოლის ძე, სიმონ ზურაბის ძე, დავით სიმონის ძე, სიმონ გოდაბრელიძე, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ბერი ქაიხოსროს ძე, სიმონ დავითის ძე, როსტომ დავითის ძე[129] | პ. წერეთლის მიერ 1976 წლის 28 ივლისს | ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის ფონდი 155 საარქივო საქმეს შეიცავს; გრიგოლ ზურაბის ძე წერეთლის ფონდი 313 საქმეს; დიმიტრი გრიგოლის ძე წერეთლის ფონდი 62 საქმეს; ნესტორ დიმიტრი ძე წერეთლის ფონდი 391 საქმეს; ალექსანდრე გრიგოლის ძე წერეთლის ფონდი 48 საქმეს; სიმონ ზურაბის ძე წერეთლის ფონდი 11 საქმეს; დავით სიმონის ძე წერეთლის ფონდი 9 საქმეს; სიმონ გოდაბრელიძის ფონდი 42 საქმეს; ბიძინა ჩოლოყაშვილის ფონდი 11 საქმეს; ბერი ქაიხოსროს ძის, სიმონ და როსტომ დავითის ძეების და სხვ. ფონდი 8 საქმეს. სულ 1050 საარქივო საქმე:1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) მასალები ოჯახის წევრთა შესახებ; 3) მასალები საოჯახო მეურნეობის შესახებ; 4) მასალები საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ; 5) მასალები ყმა-მამულებისა და სხვა ქონებრივი მფლობელობის შესახებ; 6) სხვადასხვა. | |
ილია ჭავჭავაძე[130][შენიშვნა 28] | 1053 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიის, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამსახურეობრივი საქმიანობის ამსახველი მასალა; 2) მისდამი მიძღვნილი სიტყვები და ლექსები; 3) შემოქმედებითი; 4) მიმოწერა; 5) მასალები ოლღა გურამიშვილის შესახებ; 6) სხვადასხვა. | ||
აკაკი ჭანტურია[131] | მისი ვაჟის არიანე ჭანტურიას მიერ 2007 წლის 29 მარტს. | ||
თორნიკე ჭყონია[132] | |||
ბესიკ ხარანაული | |||
ალექსანდრე ხახანაშვილი[133] | 1967 წლის 25 მაისს | 882 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | |
ედიშერ ხოშტარია-ბროსე[134] | |||
რაჟდენ ხუნდაძე | |||
ალექსანდრე ჯაბადარი[135] | თინათინ სახოკიას მიერ 1968 წლის 2 ივლისს | 89 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
გიორგი ჯავახიშვილი[136] | 216 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა. | ||
ივანე ჯავახიშვილი[137] | ისტორიის ინსტიტუტის მიერ 1987 წლის 1 ივნისს | 2284 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა. | |
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი[138] | 1980 წლის 5 ნოემბერს | 1123 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი-ჯავახიშვილი[139] | 1977 წლის 21 დეკემბერს | 640 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიული; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა. | |
მოსე ჯანაშვილი[140] | ნაწილი 1966 წლის 10 დეკემბერს; არქივის დიდი ნაწილი შედგა Q, QD და „სხვადასხვა“ ფონდებიდან ამოკრებილი მასალისაგან | 315 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ალექსანდრე ჯანელიძე[141] | 1984 წლის 22 ოქტომბერს | 1819 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა. | |
ვახტანგ ჯაფარიძე | |||
ალექსანდრა, ალექსანდრე და სიმონ ჯაფარიძეები[142] | ივანე ჯაფარიძის მიერ 2009 წლის 2 თებერვალს. | ||
ვახტანგ ჯობაძე | |||
არჩილ ჯორჯაძე[143] | 195 საარქივო საქმე: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა. | ||
ნინო, დიმიტრი და ილია ჯორჯაძეები[144] | 58 საარქივო საქმე: 1) მიმოწერა. | ||
ხასან ჰელიმიში[145] | ოჯახის მიერ 2009 წლის 7 აგვისტოს | 26 საარქივო ერთეული: 1) შესავალი; 2) ბიოგრაფიული ცნობები, 3) ბიოგრაფიული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 4) მიმოწერა; 5) ხასან ჰელიმიშისა და მისი ოჯახის წევრთა ფოტოები, 6) სხვადასხვა; 7) საძიებლები: ა) პირთა და ბ) ტოპონიმთა. | |
ეროვნული მოძრაობა | |||
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება[146] | საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მასალები | ||
სინოდის კანცელარია[147] | სანქტ-პეტერბურგის (ყოფილი ლენინგრადის) სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული სინოდის კანცელარიის დოკუმენტები. სულ 175 საარქივო საქმე. | ||
სხვადასხვა[148] | აერთიანებს განსხვავებული შინაარსის მრავალფეროვან მასალას. სულ 445 საარქივო საქმე. | ||
ფოტოარქივის ელექტრონული კატალოგი[149] | |||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.