Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
პრასკოვია უვაროვა (რუს. Графиня Праско́вья Серге́евна Ува́рова; დ. 28 მარტი (9 აპრილი), 1840, მამული ტერნი, (სოფ. ბობრიკი), ლებედინის მაზრა, ხარკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 30 ივნისი, 1924, დობრნა, იუგოსლავიის სამეფო) — რუსი მეცნიერი და ისტორიკოსი, 200 ნაშრომის ავტორი არქეოლოგიის თემატიკაში. მრავალი რუსული უნივერსიტეტის და ისტორიული საზოგადოების საპატიო წევრი, არქეოლოგ ალექსეი უვაროვის მეუღლე (1824-1884 წწ.)
პრასკოვია უვაროვა | |
---|---|
რუს. Прасковья Сергеевна Уварова | |
დაბ. თარიღი | 28 მარტი (9 აპრილი), 1840 |
დაბ. ადგილი | Terny |
გარდ. თარიღი | 30 ივნისი, 1924 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | Dobrna, სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო |
დასაფლავებულია | ბელგრადის ახალი სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | არქეოლოგი და ისტორიკოსი[1] |
მეუღლე | ალექსეი უვაროვი |
მამა | Sergey Shcherbatov |
დედა | Praskovya Shcherbatova |
შვილ(ებ)ი | Aleksey Uvarov, Fyodor Uvarov და Igor Uvarov |
ჯილდოები | Order of Saint Catherine |
დაიბადა თავად სერგეი შჩერბატოვისა (1804-1872) და პრასკოვია ჩეტვერტინსკაიას (1818-1899) ოჯახში.
შჩერბატოვების ოჯახის მამული ტერნიში მდებარეობდა, მათ ასევე ეკუთვნოდათ ახლომდებარე სოფლები, მათ შორის სოფელი ბობრიკი. ბუნებრივია, რომ პრასკოვია დაიბადა მამის მამულ ტერნიში, მაგრამ რადგან ადგილობრივი ეკლესია იმ დროისთვის რეკონსტრუქციის პროცესში იყო, პრასკოვია სავარაუდოდ მოინათლა, სოფელ ბობრიკში, წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესიაში.
მან ბავშვობა ლებედინის მაზრის ტერნის მამულში გაატარა. შჩერბატოვების ოჯახს 9 შვილი ჰყავდა. 1852 წელს, როცა ძმების სკოლაში სწავლის დრო დადგა, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. პრასკოვია უვაროვამ განათლება მიიღო სახლში, იცოდა სამი ენა. მის პედაგოგებს შორისაა პროფესორი ფიოდორ ბუსლაევი, რომელიც მას ასწავლიდა რუსულ ლიტერატურას.
1854 წელს 14 წლის პრასკოვია წაიყვანეს პეტერბურგში ბიძაშვილის ქორწილში, სადაც ის იმპერატრიცა ალექსანდრა თედორეს ასულს გააცნეს.
უვაროვამ თავისი ბედი ა. უვაროვთან დააკავშირა და სრული ერთგულებით შეუერთდა მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებას, რომელიც მისი ქმრის მიერ იყო შექმნილი.
პრასკოვია უვაროვამ მონაწილეობდა არქეოლოგიურ კონგრესებში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1885 წლის მაისში აირჩიეს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარედ. გრაფინიამ მოამზადა და ჩაატარა 9 ყრილობა (VII-XVII). უვაროვას არქივი შეიცავს მასალებს, რომლებიც მოწმობს მე-17 არქეოლოგიური კონგრესის მომზადებას, რომელიც ბელორუსში უნდა ჩატარებულიყო.
არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში პ. უვაროვა კავკასიაში იმყოფებოდა: რაჭაში, გორის მაზრაში, ოსეთში (1890), თიანეთში და ფშავ-ხევსურეთ-სვანეთში (1895).
1906 წელს გრაფინიამ საკუთარი სახსრებით დააწესა უვაროვას ხსოვნის პრიზი ძველი რუსული არქიტექტურის სფეროში. სამი წლის შემდეგ ის მიენიჭა ინჟინერ მ. ვ. კრასოვსკის ფუნდამენტური „მოსკოვის არქიტექტურის ესკიზისთვის“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.