From Wikipedia, the free encyclopedia
ხარიტონ პროკოფის ძე ლაპტევი (რუს. Лаптев, Харитон Прокофьевич; დ. 1700 – გ. 1763) — რუსი ზღვაოსანი და პოლარეთის მკვლევარი. საზღვაო ოფიცერი. დაიბადა 1700 წელს. 1718 წელს საზღვაო ფლოტში მსახური დაიწყო როგორც გარდემარინმა, რის შემდეგაც, 1726 წელს მიჩმანის წოდება მიიღო. 1734 წელს მონაწილეობდა ომში, რომელიც სტანისლავ ლეშინსკის მომხრეების წინააღმდეგ იყო მიმართული. ფრეგატს, სადაც ხარიტონ ლაპტევი იმყოფებოდა, პეტრე დეფრემერი ხელმძღვანელობდა. შემდეგ ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს, მათ შორის ხარიტონ ლაპტევიც. ტყვეობიდან დაბრუნებულ ხარიტონ ლაპტევსა და მის ოფიცრებს გემის ბრძოლის გარეშე დათმობისათვის სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა შემდგომ ეკიპაჟი გაამართლეს და ხარიტონ ლაპტევი ფლოტში დაბრუნდა.
1736 წელს დაბანაკდა მდინარე დონის ნაპირებთან, რათა აეშენებინა გემი. 1737 წელს მეთაურობდა სამეფო კარის იახტას, სადაც მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. 1737 წლის დეკემბერში დაინიშნა მეორე კამჩატკის ექსპედიციის მეთაურად და დაეკისრა არქტიკის სანაპიროს გამოკვლევა და აღწერა მდინარეებს, ლენასა და ენისეის შორის. ამ დროისათვის იაკუტსკში იმყოფებოდა კამჩატკის მეორე ექსპედიიციის მონაწილე დიმიტრი ლაპტევი, ხარიტონ ლაპტევის ბიძაშვილი. 1738 წლის მარტში ბიძაშვილები იაკუტსკში ერთად იმყოფებოდნენ.
1739 წლის 9 ივლისს ხარიტონ ლაპტევი დაიძრა ქალაქ იაკუტსკიდან და 21 ივლისს მიაღწია ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეს. დიდი ყინულოვანი მასივების სახით გზაში დიდი დაბრკოლებები შეხვდა, თუმცა მაინც მიაღწია მდინარე ოლენიოკის შესართავს, აღწერა შესართავის გარკვეული ნაწილი. შემდეგ გაიარა ხატანგის ყურე, აქ დროებით შეჩერდა მოდრეიფე ყინულების გამო.
21 აგვისტოს მიაღწია ჩრდილოეთ განედის 76°47', სადაც კიდევ უფრო მძლავრი ყინულის ფენები შეხვდა და ისევ უკან დაბრუნდა ხატანგის ყურეში. 1740 წლის მარტში ხარიტონ ლაპტევმა გეოდეზისტი ნიკიფორე ჩეკინი გაგზავნა მდინარეების, ტაიმირისა და პიასინას შორის მდებარე მანძილის სანაპიროს შესასწავლად. გეოდეზისტმა შეასრულა დაკისრებული სამუშაოს მხოლოდ გარკვეული ნაწილი. აგვისტოში ისევ ოკეანეში გავიდნენ, თუმცა აქ სიტუაცია რადიკალურად დაიძაბა, მას შემდეგ რაც გემი ყინულის მასებმა შეიპყრო. ლაპტევმა გემის დატოვება გადაწყვიტა. ეკიპაჟის წევრები გემიდან ფეხით ზიდავდნენ მარაგს ყინულის გავლით ხმელეთზე. შემდეგ ხმელეთით მოძრაობდნენ. ამრიგად ექსპედიციამ ვერ მოახერხა ტაიმირის ნახევარკუნძულის სანაპიროების მოვლა. თუმცა ხარიტონ ლაპტევმა გადაწყვიტა ტაიმირის ნახევარკუნძულის ხმელეთით შემოვლა. ამ გეგმის განხორციელებას იგი 1741 წელს შეუდგა. ტაიმირის ასაღწერად ლაპტევმა თავისი შემადგენლობა სამ ნაწილად დაყო.
საერთო ჯამში, ხარიტონ ლაპტევმა სემიონ ჩელიუსკინთან, ნიკიფორე ჩეკინთან და მედვედევთან ერთად აღწერა ტაიმირის ნახევარკუნძული, მდინარე ხატანგას შესართავიდან მდინარე პიასინის შესართავამდე.
აღმოაჩინა და აღწერა რამდენიმე ახალი კუნძული. ნიკიფორე ჩეკინმა აღწერა ტაიმირის ნახევარკუნძულის სანაპიროები მდინარე ხატანგის შესართავიდან პეტრეს კუნძულებამდე.
ლაპტევმა ფეხით ხმელეთის დიდი ნაწილი გაიარა. მოძრაობდა დასავლეთით, სადაც დაინახა კუნძულები, ამის შემდეგ გეზი სამხრეთ-დასავლეთისაკენ აიღო და მიდენდორფის ყურესთან შეხვდა სემიონ ჩელიუსკინს. ერთობლივად ხარიტონ ლაპტევმა და სემიონ ჩელიუსკინმა გამოავლინეს რიგი უბეები, კონცხები, სანაპირო კუნძულები და საბოლოოდ აღწერილი დაიტანეს რუკაზე. შემდგომ ტაიმირის ნახევარკუნძულის ამ დიდ მონაკვეთს ხარიტონ ლაპტევის სანაპირო ეწოდა.
ზაფხულში ლაპტევი და ჩელიუსკინი დაბრუნდნენ მდინარე პიასინის შესართავთან, სადაც ისევ დაიშალეს. ლაპტევი ნავით გაემგზავრა და მიაღწია პიასინოს ტბას, აქედენ მარხილებით მივიდა მდინარე ენისეიმდე. ჩელიუსკინიც მარხილებით გაემგზავრა და მიაღწია მდინარე ენისეის შესართავთან ახლოს და შესაბამისად დაეწია ლაპტევს; შემდეგ მათ გეოდეზისტი ნიკიფორე ჩეკინიც შეუერთდა. აგვისტოში ისინი ერთობლივად მიდიან მდინარე ენისეიზე. ზამთარი გაატარეს ტურუხანსკში. ამის შემდეგ დეკემბერში ჩელიუსკინი გაემგზავრა ჩრდილოეთისაკენ და მივიდა ახლანდელ ჩელიუსკინის კონცხამდე. აღწერა განვლილი მანძილი. აქვე მას ლაპტევიც შეხვდა და ერთობლივად ტურუხანსკში დაბრუნდნენ. ხარიტონ ლაპტევი ამის შემდეგ 1743 წელს პეტერბურგში ჩავიდა მოხსენებით. შეასრულა დაკისრებული დავალება, შეკრიბა რა ტაიმირის ნახევარკუნძულის სანაპიროების მნიშვნელოვანი ჰიდროგრაფიუილი ცნობები.
ექსპედიციის წარმატებული განხორციელების შემდეგ არქტიკის მკვლევარი ხარიტონ ლაპტევი ისევ აგრძელებს საზღვაო ფლოტში მუშაობას, სადაც მეთაურობდა არაერთ გემს.
1739-1743 წლებში ლაპტევის ექსპედიციამ განახორციელა სარისკო ექსპედიცია, რომლის ფონზე გამოირკვა ტაიმირის ნახევარკუნძულის უმნიშვნელოვანესი გზები და გეოგრაფიული პუნქტები. შემდეგ, ხანში შესულ ხარიტონ ლაპტევს მიენიჭა კაპიტნის 1 რანგის წოდება.
ხარიტონ ლაპტევის სახელს ატარებს ზღვის ნაპირი ტაიმირის ნახევარკუნძულზე, კონცხი ჩელიუსკინის ნახევარკუნძულზე, დიმიტრი და ხარიტონ ლაპტევების სახელს ატარებს ასევე ზღვა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში (ლაპტევების ზღვა).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.