From Wikipedia, the free encyclopedia
ხარტუმი (არაბ. الخرطوم) — სუდანის დედაქალაქი და ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქი ხარტუმის შტატში. მეექვსე დიდი ქალაქია აფრიკაში, სიდიდით მეორეა ჩრდილოეთ აფრიკაში და მეოთხე — არაბულ სამყაროში. მდებარეობს თეთრი ნილოსისა (რომელიც მიედინება ვიქტორიის ტბიდან ჩრდილოეთით) და ცისფერი ნილოსის ( რომელიც დასავლეთით მიედინება ეთიოპიაში ტანას ტბიდან) შერწყმის ადგილზე. ის ადგილი, სადაც ორი ნილოსის ხვდება ერთმანეთს, ცნობილია როგორც ალ-მუკრანი (المقرن "შესართავი"). იქიდან ნილოსი მიედინება ჩრდილოეთით ეგვიპტისა და ხმელთაშუა ზღვისკენ. გაშენებულია 390 მ. სიმაღლეზე. ხიდებით უკავშირდება ჩრდილოეთით ხარტუმს (الخرطوم بحري ხარტუმ ალ ბაჰრ) და ომდურმანს (أم درمان უმ დურმან) დასავლეთით. ომდურმანთან და ჩრდილოეთ ხარტუმთან ერთად ქმნის ე.წ.„სამმაგ ქალაქს“. ხარტუმის მეტროპოლიურ არეალში ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი სახლობს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ხარტუმი الخرطوم | |||
ხარტუმი ღამით | |||
| |||
ქვეყანა | სუდანი | ||
კოორდინატები | 15°34′00″ ჩ. გ. 33°36′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 30000 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 382 მეტრი | ||
მოსახლეობა | 639 598 კაცი (2008) | ||
აგლომერაცია | 5,274,321 | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
ხარტუმი არაბულად ნიშნავს ხორთუმს. სხვა ვერსიით სიტყვა ხარტუმის წარმომავლობა გაურკვეველია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სახელი მომდინარეობს დინკას სასაუბრო ენიდან — ხარ-ტუომ (დინკა-ბორის დიალექტი) ან ხიერ-ტუომ (როგორც გამოთქმა დინკას სხვადასხვა დიალექტში), რაც ითარგმნება როგორც „ადგილი, სადაც მდინარეები ხვდებიან“.
მთელი რიგი ინდიკატორების თანახმად, ხარტუმი არის მსოფლიოს ყველაზე ცხელი მსხვილი ქალაქი. ხარტუმის კლიმატი მიეკუთვნება ტროპიკული უდაბნოების კატეგორიას, თუმცა, დაბალი გრძედის გამო, ზაფხულსა და ზამთარს შორის განსხვავება შედარებით მცირეა და მხოლოდ 12 °C-ია იანვარსა და ივნისს შორის. ხარტუმში, ზამთრის თვეებშიც კი, საშუალო მაქსიმუმი არასდროს ეცემა 30 °C-ზე დაბლა. საშუალო წლიური მაქსიმუმი ტემპერატურა ხარტუმში არის 37 °С. მსოფლიოს არცერთ სხვა დიდ ქალაქს არ აქვს ასეთი მაღალი საშუალო წლიური მაქსიმუმი.
იანვრის თვეში შესაძლებელია დაფიქსირდეს 40 °C ტემპერატურაც, ხოლო მაის-ივნისში — თითქმის 50 °C. ზამთარი უკიდურესად მშრალია, თუმცა ოდნავ გრილია, ვიდრე ზაფხული. ნალექი (მხოლოდ 150 მმ) მოდის ივნისიდან სექტემბრამდე, დანარჩენი წლის განმავლობაში ნალექი პრაქტიკულად გამორიცხულია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 21.5 °C, მაისი-ივნისი 33.5 °C.
ხარტუმი არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრი, მდებარეობს რამდენიმე სარკინიგზო ხაზისა და მდინარეების კვეთაზე. მდინარე ნილოსი ტრანსპორტირებას უკეთებს ქვეყნის საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს და შემოაქვს იმპორტის დიდი ნაწილი.
ხარტუმი დააარსა მუჰამედ ალის მესამე ვაჟმა ისმაილმა ძველი ქალაქ სობის ჩრდილოეთით 1821 წელს, როდესაც მუჰამედ ალიმ გააგზავნა თავისი არმია სუდანის დასაპყრობად. 1862 წელს ქალაქში 45000 მოსახლე ცხოვრობდა. თავისი შესანიშნავი მდებარეობის წყალობით ხარტუმი მალე გადაიქცა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის ცენტრად. 1884 წლის მარტსა და 1885 წლის იანვარში მაჰდისტების აჯანყების პერიოდში მაჰდის ჯარებმა (მუჰამედ იბნ აბდალა) ხარტუმი ალყაში მოაქციეს და დაიკავეს. ქალაქის გუბერნატორ ჩარლზ გორდონს თავი მოჰკვეთეს. მოგვიანებით, 1898 წლის 2 სექტემბერს ომდურმანთან სისხლიანი შეტაკებისას ბრიტანეთის ჯარებმა გაანადგურა მაჰდის არმია, რომელიც ქალაქს იცავდა. 1899 წელს ხარტუმი თავიდან იყო ოკუპირებული და გახდა ინგლ.-ეგვ. სუდანის ადმინისტრაციული ცენტრი 1956 წლამდე.
1956 წლის 1 იანვარს სუდანის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, ხარტუმი მისი დედაქალაქია.
1969 წლიდან — სუდანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი.
1967 წლის 29 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე, ექვსდღიანი ომის დასრულების შემდეგ ხარტუმში შედგა არაბული ქვეყნების ლიგის სხდომა. სამიტზე მიიღეს ხარტუმის რეზოლუცია, რომელშიც იყო მოწოდება ისრაელთან საომარი მდგომარეობის გაგრძელებაზე, ექვსდღიანი ომის დროს გამოცხადებული არაბული ნავთობის ბოიკოტის დასრულებაზე, ჩრდილოეთ იემენში სამოქალაქო ომის დასრულებასა და ეგვიპტე- იორდანიისათვის ეკონომიკური დახმარებაზე.
1973 წელს ხარტუმში ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული სტატების მოქალაქეები აიყვანეს მძევლებად, 10 საუდის არაბეთის საელჩოს თანამშრომელი, რომელთაგანაც 5 დიპლომატი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ელჩის მოადგილე და ერთი ბელგიელი დიპლომატი მოკლეს, დანარჩენი მძევლები გაათავისუფლეს. 1973 წელს გაირკვა, რომ „ხარტუმის ოპერაციას“ ხელმძღვანელობდა იასერ არაფატი.
მთავარი ნავთობსადენის გაყვანა ხარტუმსა და პორტ სუდანს შორის დასრულდა 1977 წელს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1998 წელს ხარტუმის საელჩოში ბომბების აფეთქების გამო დაადანაშაულა მუსლიმური ექსტრემისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდა“, რომელსაც უპასუხა 20 აგვისტოს სარაკეტო დარტყმით ავღანეთსა და ხარტუმის ფარმაცევტულ ქარხანა ალ-შიფაზე.
2019 წლის 3 ივნისს ხარტუმში 100 დისიდენტი იქნა მოკლული და ასობით დაიჭრა ოპერატიული დახმარების ძალების მიერ, ანტისამთავრობო მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს.
2020 წლის 1 ივლისს აქტივისტებმა ხარტუმში მოითხოვეს აზ-ზიბარ ფაშას სახელობის ქუჩისათვის სახელის გადარქმევა. ალ ზუბაირ მანსური იყო მონებით მოვაჭრე და აზ -ზიბარ ფაშას ქუჩას მიდის მილიტარისტულ სამხედრო ბაზამდე, სადაც 2019 წელს ხარტუმში გაიმართა სისხლისღვრა.
ზოგადი ცნობები
ხარტუმი არის ეკონომიკური და სავაჭრო ცენტრი ჩრდილოეთ აფრიკაში, აქვს სარკინიგზო ხაზები პორტ – სუდანიდან და ელ – ობეიდიდან. ხარტუმში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი, მშენებლობის პროცესშია კიდევ ერთი - ხარტუმის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ასევე არის რამდენიმე ეროვნული და კულტურული დაწესებულება. მათ შორისაა სუდანის ეროვნული მუზეუმი, ხალიფას სახლ-მუზეუმი, ხარტუმის უნივერსიტეტი და სუდანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
ხარტუმის არქიტექტურა ძირითადად არაბული და აღმოსავლური სტილისაა. ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს ლურჯი ნილოსის ხეობის გასწვრივ. რესპუბლიკის სასახლის-- სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის - გვერდით მდებარე სანაპიროზე განლაგებულია სამინისტროები და დაწესებულებები. მახლობლად არის ქალაქ ხარტუმის „სიტი“- ქალაქის ფინანსური და კომერციული ცენტრი. ცისფერი ნილოსზე მდებარე თანამედროვე ხიდი მიჰყავს მნახველები ბუნებრივი ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმამდე, საუნივერსიტეტო ქალაქამდე.
ომდურმანი არის სუდანის დედაქალაქის ყველაზე დატვირთული ნაწილი. საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები არაბული სტილითაა აშენებული.
ვიწრო ქუჩებით სავსეა პატარა მაღაზიებითა და სახელოსნოებით. ბაბკირის გარეუბანი ცნობილია სამწუხარო ფაქტით, სუდანის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ილ-76-ის ჩამოვარდნით, რა დროსაც მფრინავებმა მოახერხეს და თვითმფრინავი აარიდეს შენობაზე შეჯახებას.
კულტურა
მუზეუმები
სუდანის უდიდესი მუზეუმი სუდანის ეროვნული მუზეუმია. დაარსდა 1971 წელს, მასში მოთავსებულია ნამუშევრები სუდანის ისტორიის სხვადასხვა ეპოქიდან. ექსპონატებს შორისაა ბუენისა და სემნას ორი ეგვიპტური ტაძარი, რომლებიც თავდაპირველად აშენდა დედოფალ ჰატშეფსუტისა და ფარაონ ტუტმოზი III- ის მიერ, მაგრამ ნასერის ტბის ადიდების შედეგად გადაიტანეს ხარტუმში.
რესპუბლიკური სასახლის მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 2000 წელს, მდებარეობს ყოფილ ანგლიკანურ წმინდანის ტაძარში შარია ალ-ჯამაას , ქუჩაზე ისტორიული საპრეზიდენტო სასახლის გვერდით.
ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს შარია ალ-ჯამააზე, მაკ ნიმირის ხიდთან ახლოს.
ბოტანიკური ბაღები
ხარტუმი არის პატარა ბოტანიკური ბაღი, მაღრანის რაიონში.
კლუბები
ხარტუმში განთავსებულია რამდენიმე კლუბი, როგორიცაა „Blue Nile“ მოცურავეთა კლუბი, გერმანული კლუბი, ბერძნული, კოპტური კლუბი, სირიული კლუბი და საერთაშორისო კლუბი. ასევე არსებობს ორი საფეხბურთო კლუბი - ხარტუმში - „ალ ხარტუმ ალ ვატან სპორტ კლუბი“ და ა“ლ აჰლი ხარტუმი“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.