Remove ads

ანა დოლიძე — ხალხისთვისპოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ანა დოლიძემ დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია 2021 წლის 22 მაისს გაიმართა.

სწრაფი ფაქტები ხალხისთვის, ქვეყანა ...
ხალხისთვის
Thumb
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ანა დოლიძე
ისტორია
დამფუძნებელი ანა დოლიძე
დაფუძნდა 22 მაისი, 2021 წელი
პოზიციები
იდეოლოგია პროგრესივიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
1 / 150
საკრებულოები
2 / 2 068
თბილისის საკრებულო
1 / 50
ფერები          
4people.ge
დახურვა

ისტორია

2020 წლის 21 მაისს ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა იყო „სუფთა ხელებით“, რომელიც ორპოლუსიანობას დაასრულებდა. ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 22 მაისს მან პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა, რომლის ქვაკუთხედი სოციალური სამართლიანობაა.[1][2]

მანიფესტი ხალხისთვის.[3]

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[4]

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიის თავმჯდომარე ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატად იყო წარმოდგენილი, რომელმაც გაძლიერებული ორპოლუსიანობის პირობებში ხმების 4,56% (21 935 ხმა) მიიღო და მეოთხე ადგილი დაიკავა.[5]

პარტია „ხალხისთვის“ წარმოდგენილი იყო თბილისის ათივე სამაჟორიტარო რაიონში, ხოლო რეგიონის მასშტაბით შვიდ მუნიციპალიტეტში. ესენია: მესტია, ოზურგეთი, ჩხოროწყუ, ყაზბეგი, ქუთაისი, რუსთავი, ონი.

პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 988 ხმა მიიღო და თბილისისა და ყაზბეგის საკრებულოს მუნიციპალიტეტში თითო-თითო მანდატი მოიპოვა. თბილისი - ნინო წულაძე; ყაზბეგი - შენგელი ავსაჯანიშვილი.[6]

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიას ერთი ხმა სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე ნაკლები — 2,01 ლარი დაუჯდა. პარტიამ საანგარიშო პერიოდში სულ 30 186 ლარი დახარჯა, საიდანაც 10 816 სარეკლამო ხარჯი იყო. პარტიამ შემოსავლის სახით 29 572 ლარი მიიღო. არჩევნებში კი ანა დოლიძის პარტიამ 14 988 ხმა მიიღო, შესაბამისად, პარტიას ერთი ხმა 2,01 ლარი დაუჯდა.[7]

Remove ads

პარტიის თავმჯდომარეები

მეტი ინფორმაცია სახელი, სურათი ...
სახელი სურათი წელი
1 ანა დოლიძე 22 მაისი, 2021-დღემდე
დახურვა

შედეგები არჩევნებში

საპარლამენტო

მეტი ინფორმაცია არჩევნები, ხმები ...
არჩევნები ხმები  % მანდატები +/– სტატუსი კოალიცია
2024 182 922 8,81
1 / 150
ახალი ოპოზიცია ძლიერი საქართველო
დახურვა

ადგილობრივი

მეტი ინფორმაცია არჩევნები, ხმები ...
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 14 988 0,85
2 / 2 068
ახალი
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Remove ads

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads