From Wikipedia, the free encyclopedia
მემარცხენე ცენტრიზმი — პოზიცია პოლიტიკურ სპექტრზე, რომელიც მდებარეობს ცენტრიზმსა და მემარცხენეობას შორის. მემარცხენე-ცენტრისტულ იდეოლოგიებს მიეკუთვნება სოციალ-დემოკრატია, სოციალური ლიბერალიზმი და მწვანე პოლიტიკა. მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები მხარს უჭერენ სოციალურ სამართლიანობას, შერეულ ეკონომიკას, გარემოს დაცვით პოლიტიკასა და ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.