From Wikipedia, the free encyclopedia
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია — საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო იმერეთის მხარეში, ისტორიული არგვეთის საერისთავოში. იგი ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ესაზღვრება, დასავლეთიდან ქუთაის-გაენათის ეპარქია, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის ეპარქია, სამხრეთიდან მარგვეთისა და უბისის ეპარქია, სამხრეთ-დასავლეთიდან კი - ურბნისისა და რუისის ეპარქია.
ისტორიულ წყაროთა ცნობით ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს კუთხეც გაქრისტიანდა. ეს მხარე თავიდანვე მცხეთის საყდრის იურისდიქციაში, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნის შემდეგ მის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1810 წელს იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი ოთხამდე შემცირდა. 1821 წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიათაგან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გაუქმებულ ეპარქიათა ამოქმედებითაც აღინიშნა. პირველ საეკლესიო კრებაზევე განახლებულ ეპარქიათა შორის მარგვეთის ეპარქიაც იყო, რომლის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონიც შედიოდა.
ჭიათურის ეპარქია კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით შეიქმნა. მის მართვას პირველ ეტაპზე მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე ითავსებდა, 1998 წლის 8 ოქტომბრიდან მას მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია მართავდა, ხოლო 2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით მისი მართვა დაევალა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დანიელ დათუაშვილს. მას ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ეწოდა
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.