From Wikipedia, the free encyclopedia
მარგვეთისა და უბისის ეპარქია — საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ზემო იმერეთში, მოიცავს ისტორიული არგვეთის ტერიტორიის ნაწილს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებზე. მარგვეთის ეპარქიას დასავლეთიდან ესაზღვრება თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია, სამხრეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, ხოლო აღმოსავლეთიდან სურამისა და ხაშურის ეპარქია.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან ეს მხარე მცხეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მძლავრ ქართულ საეკლესიო კერად ითვლება. ვახტანგ გორგასლის დროსაც დასავლეთ საქართველოს კუთხეები: „ვაკე, არგუეთი და თაკუერი“ კვლავ მცხეთის საყდრის იურისდიქციას მიეკუთვნება. უძველესი ქრისტიანული საქართველოს უმნიშვნელოვანეს კერაზე ზემო იმერეთის ცნობილ არგვეთის საერისთავოში არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრის მღვდელთმთავარი — მარგველი არ იხსენიებოდა. მარგველი მღვდელმთავრის საეკლესიო წოდება მხოლოდ 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა. განახლებულ ეპარქიათა შორის საქართველოს ეკლესიის დიპტიხში არგვეთი მე-9 ადგილზე მოიხსენიებოდა. XX საუკუნის ცნობილი საეკლესიო რეპრესიების დროს არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრა უმეტესად თავისუფალი იყო. 1995 წლის 5 აპრილის წმ. სინოდის განჩინებით მარგვეთის ეპარქიას გამოეყო ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია. 2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით მარგვეთის ეპარქიას შეეცვალა სახელი და ეწოდა მარგვეთისა და უბისის ეპარქია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.