From Wikipedia, the free encyclopedia
მიტროპოლიტი ვახტანგი (ერისკაცობაში — შამილ/ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი; დ. 25 ნოემბერი, 1953, სოფელი ცაგერი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი. 2013 წლის ოქტომბრიდან ტიტულარული ეპისკოპოსი (ეპისკოპოსი ეპარქიის გარეშე) ცურტაველი მიტროპოლიტის წოდებით; ანგელოზის დღე – 30 ნოემბერი (13 დეკემბერი) (წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენება).
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
დაბადების სახელი: | ბადრი ახვლედიანი | ||
დაბადება: | 11 იანვარი, 1953 სოფელი ცაგერი | ||
ბერად აღკვეცა: | 1982 წლის 1 აგვისტო | ||
დიაკვნად კურთხევა: | 1977 წლის 2 იანვარი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1978 წლის 18 აპრილი | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 1982 წლის 2 აგვისტო | ||
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: | 1992 წლის 25 დეკემბერი | ||
მიტროპოლიტობა ებოძა: | 2009 წლის 26 აპრილი |
მიტროპოლიტი ვახტანგი, ერისკაცობაში — შამილ/ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი დაიბადა 1953 წლის ნოემბერს, სოფელ ცაგერში. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი დიაკვნად კურთხევა მოხდა 1977 წლის 2 იანვარს, ხოლო მღვდლად ხელდასხმა მოხდა — 1978 წლის 18 აპრილს. ბერად აღიკვეცა 1982 წლის 1 აგვისტოს, ხოლო მეორე დღეს აკურთხეს ეპისკოპოსად. ეპისკოპოს ვახტანგის მთავარეპისკოპოსობა ებოძა 1992 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მიტროპოლიტობა — 2009 წლის 26 აპრილს. თავისი საეკლესიო მოღვაწეობის პერიოდში ხელმძღვანელობდა შემდეგ ეპარქიებს:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.