სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
წონა[4][5] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:ბითეთა, დოდოთი, ელყანთა, ერწო, ცადიყაუ, ხალივდონი, ხამფალგომი, ხუგათა). ზღვის დონიდან 1780 მეტრი, ჯავიდან 28 კილომეტრი.
ვახუშტი ბაგრატიონი წონის შესახებ წერს:
„ჯეჯორის მდინარეზედ, სამჴრიდამ ჩდილოეთად დინებულზედ, არს დაბნები ვენახოვან-ხილიანი და მოსავლიანი. მას ზეით მოსახლენი არიან ოვსნი, და უვენახო-უხილო, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. უწოდებენ ამას კუდაროს. ხოლო ამ გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ. არს წონა, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი, და მოსახლენი ოსნი. გარდავალს აქიდამ და კუდაროდამ გზა ქცხილვანის ჴეობასა ზედა, დვანის ჴეობასა ზედა, ქართლში.[6]“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.