წითიხოხი

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia

წითიხოხი

წითიხოხიმწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხოხის ქედზე, მწვერვალ სუათისის დასავლეთით, მდინარე სუათისის (თერგის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3905 მ. ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე ეშვება მყინვარი წითი. აგებულია იურული ფიქლებითა და დიორიტ-დიაბაზური წარმონაქმნებით. დამახასიათებელია ნივალური და სუბნივალური ლანდშაფტი.

სწრაფი ფაქტები წითიხოხი ...
წითიხოხი
კოორდინატები: 42°42′37″ ჩ. გ. 44°21′01″ ა. გ.
ქვეყანა  საქართველო
 რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჩრდილოეთი ოსეთი
სიმაღლე 3905 
ქედი ხოხის ქედი
ამგებელი ქანები ფიქალი და დიორიტ-დიაბაზური წარმონაქმნი
Thumb
Thumb
დახურვა

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.