From Wikipedia, the free encyclopedia
წითელი საჩეჩელა (ლათ. Ramaria botrytis) — სოკოს სახეობა რამარიას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ავსტრალიას.
წითელი საჩეჩელა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ramaria botrytis (Pers.) Ricken (1918) | |||||||||||||||
|
საკვებად რეკომენდებულია მხოლოდ ახალი, ნორჩი ეგზემპლარები. მიკორიზას წარმოქმნის ფართოფოთლოვან ხეებთან, უპირატესად წიფელთან. იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1797 წელს როგორც Clavaria botrytis.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა ადალბერტ რიკენმა 1918 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
ნაყოფსხეულის სიმაღლე —6-20 სმ-მდე, დიამეტრი — 6-30 სმ,[3][4] ხორციანი, ბუჩქისებრია, ტოტები ერთმანეთის მიმართ მჭიდროდაა განწყობილი,[5] მოკლე და სქელია, თავდაპირველად მოთეთრო, ასაკთან ერთად მოყვითალო-ყავისფერი, ბოლოებში ახასიათებს ვარდისფერი ან წითელი ფერის წვეროები.
რბილობი — ჭუჭყისფერ-თეთრი, ტოტებში მოყვითალო, რამდენადმე წყალწყალა, მყიფე. ხილის სუნითა და სასიამოვნო მოტკბო გემოთი.[6] [7]
ფეხი — მოკლე და სქელი, დიამეტრი — 4-6 (8) სმ, ძირისკენ შევიწროებული, თავდაპირველად თეთრი, მოგვიანებით მკრთალ-ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი.
სპორების ფხვნილი — მოყვითალო-ჟანგმიწისფერი, სპორები — 12-18х4-6 მკმ, ცილინდრული ან სიგმოიდური. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი (ზოგჯერ ორსპორიანი), 59-82x8-11 მკმ.
უპირატესობას ანიჭებს კირქვიან ნიადაგს. იზრდება თბილ ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. მიკორიზას წარმოქმნის ფართოფოთლოვან ხეებთან, უპირატესად წიფელთან. ზოგკერ ქმნის „ქაჯის წრეს“.[8]
გავრცელების არეალი მოიცავს აფრიკას (ტუნისი),,[9] ავსტრალიას,[10] აზიასა (ინდოეთის, ნეპალის, იაპონიის, კორეის, პაკისტანის, რუსეთის შორეული აღმოსავლეთისა და თურქეთის ჩათვლით), ევროპას (ნიდერლანდების, საფრანგეთის, პორტუგალიის, იტალიის, ბულგარეთის, ესპანეთისა და საქართველოს ჩათვლით). აგრეთვე გვხვდება მექსიკასა და გვატემალაში. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში.[11]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
საჭმელი სოკოა. საკვებად რეკომენდებულია მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები. გამოიყენება ახალი, შემწვარი, გამხმარი და ცხიმში ან ძმარში დამარინადებული.[12] ახასიათებს ხილის სასიამოვნო გემო.[13] სიბერეში მჟავე გემოს იძენს.
ყოვლად დაუშვებელია მისი შეგროვება დაბინძურებულ რაიონებში, რადგანაც იგი ადვილად შეიწოვს დარიშხანს.[14] ზოგიერთი სახელმძღვანელო გამოუცდელ მესოკოვეებს ურჩევს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს მისივე გვარის შხამიან სახეობას მოვარდისფრო საჩეჩელას.[11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.