ჩინთის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას, საკარმიდამო ნაკვეთზე. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის პირველ ნახევარს და განვითარებულ შუა საუკუნეებს.

1986-1988 წლებში ძეგლი გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ნამოსახლარზე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები არ დადასტურდა. აღმოჩნდა ნამოსახლარისთვის დამახასიათებელი მასალა: ქვედა კულტურულ ფენაში (ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის პირველი ნახევარი) — თიხის ჭურჭლის ნატეხები, ირმის რქის თოხები, სატარე ნახვრეტებით, ობსიდიანისა და კაჟის იარაღი, მინიატურული სანაყები, ხელსაფქვავები, ცხოველთა ძვლები, შემკული რელიეფური ორნამენტით, კერამიკის ნატეხები და სხვა, ზედა კულტურულ ფენაში (განვითარებული შუა საუკუნეები) — მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხები და კვირისტავი. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.