შარი-ბაგირმის რეგიონი (ფრანგ. Chari-Baguirmi, არაბ. منطقة شاري باقرمي) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო აქ ჩამდინარე მდინარე შარის სახელწოდების და ისტორიული ბაგირმის სასულთნოს მიხედვით. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მასენია. რეგიონის სხვა დიდი ქალაქებია — დურბალი, ბუსო. მისი ფართობია — 46 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 621 785 ადამიანს.[1][2][3][4]

სწრაფი ფაქტები რეგიონი, ქვეყანა ...
რეგიონი
შარი-ბაგირმის რეგიონი
ფრანგ. Chari-Baguirmi
არაბ. منطقة شاري باقرمي
Thumb
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Massenya
შიდა დაყოფა Baguirmi Department, Chari Department და Loug Chari
კოორდინატები 11°24′00″ ჩ. გ. 16°10′00″ ა. გ.
ფართობი 46 000 კმ²
მოსახლეობა 621 785 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 13,52 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
Thumb
დახურვა

გეოგრაფია

შარი-ბაგირმის რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ტერიტორიულად შეესაბამება იმავე დასახელების ყოფილი პრეფექტურის დიდ ნაწილს. ჩრდილო-დასავლეთიდან მას ესაზღვრება ნჯამენა, ჩრდილოეთიდან ჰაჯერ-ლამისის რეგიონი, აღმოსავლეთიდან გერის და შუა შარის რეგიონები, სამხრეთით ტანჯილეს და აღმოსავლეთ მაიო-კების რეგიონებს. დასავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა კამერუნს შორის.

დემოგრაფია

რეგიონის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები: ჩადის არაბები (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 1/3-ზე მეტი), ფულბე, კანური, ბარმა. გაბატონებული რელიგიაისლამი.

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული თვალსაზრისით შარი-ბაგირმის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად: ბაგირმი (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), შარი (5 ქვეპრეფექტურისაგან) და ლუგ-შარი (5 ქვეპრეფექტურისაგან).

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.