ქტესიფონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქტესიფონი — ძველი ქალაქი მდინარე ტიგრის ნაპირზე (თანამედროვე ბაღდადის მახლობლად ერაყში). ძვ. წ. I საუკუნიდან ახ. წ. III საუკუნის დასაწყისამდე პართიის მეფეთა — არშაკიდების საზამთრო რეზიდენცია. II საუკუნიდან მრავალჯერ დალაშქრეს რომაელებმა. 226/227 წლიდან სასანიანთა სახელმწიფოს დედაქალაქი და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი ქალაქია, VII საუკუნის 30-იან წლებში დაიპყრეს და დაანგრიეს არაბებმა.

მდინარე ტიგრის აღმოსავლეთ ნაპირზე სასანიანთა სამეფო სასახლის თაკი-ქისრის ნანგრევებია. სასახლეს ჰქონდა უზარმაზარი აივანი. ფასადს ამკობდა ცრუ არკატურების იარუსები. გათხრების შედეგად გამოვლენილია სტუკის დეკორის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 566.
- M. Streck, Die alte Landschaft Babylonien nach den arabischen Geographen, 2 vols. (Leiden, 1900–1901).
- M. Streck, "Seleucia und Ktesiphon," Der Alte Orient, 16 (1917), 1–64.
- A. Invernizzi, "Ten Years Research in the al-Madain Area, Seleucia and Ctesiphon," Sumer, 32, (1976), 167–175.
რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Ctesiphon and Taq-i Kisra photo gallery დაარქივებული 2016-05-14 საიტზე Wayback Machine.
- Livius.org: Ctesiphon დაარქივებული 2004-12-08 საიტზე Wayback Machine.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.