ქემერტი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში, 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე. იყო თემის ცენტრი (სოფლები: ანდისი, ზალდა, მამითა, საბაწმინდა, სვერი, ქირწინა, ძარწემი, ჭალისუბანი, ხეითი). ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ცხინვალიდან 12 კილომეტრი.[1] იხსენიება „ზემო ქართლის სადროშოს ხალხის აღწერის დავთარში“, სადაც ჩამოთვლილია 37 ქალაქი და სოფელი.[2]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.