From Wikipedia, the free encyclopedia
ქალთა სულთანატი (თურქ. Kadınlar saltanatı, ოსმ. قادينلر ساطنتي) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, როდესაც ქალებს დიდი გავლენა ჰქონდათ სახელმწიფო საქმეებში. მიიჩნევენ, რომ ქალთა სულთანატის პერიოდი დაიწყო 1550 წელს და დასრულდა 1656 წელს.
ტერმინი „ქალთა სულთანატი“ პირველად გამოიყენა თურქმა ისტორიკოსმა აჰმედ რეფიქ ალთინაიმ 1916 წელს ამავე სახელწოდების წიგნში, სადაც იგი აღნიშნულ პერიოდს განიხილავდა ოსმალეთის იმპერიის დაქვეითების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად[1].
ოსმალეთის იმპერიაში, განსხვავებით სხვა მონარქიებისაგან ქალები არ ერეოდნენ ქვეყნის მართვაში. ამასთანავე სულთნები კანონიერ ქორწინებას ამჯობინებდნენ ხარჭის ყოლას, სავარაუდოდ ეს ხდებოდა იმ მიზნით, რომ სულთანი დაეცვათ მეტისმეტი გავლენისაგან. სულეიმან I-მა ეს წესი დაარღვია, როდესაც კანონიერ ცოლად შეირთო ჰიურემ სულთანი. ჰიურემი ორმა ჰასეკიმ შეცვალა, ორივე შემდეგ გახდა ვალიდე: ჯერ ნურბანუ, შემდეგ კი საფიე (რომელიც არ ყოფილა კანონიერი ცოლი), რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ ჯერ მეუღლეებზე (სელიმ II და მურად III), ხოლო შემდეგ მცირეწლოვან შვილებზე (მურად III და მეჰმედ III), რომელთა რეგენტებიც იყვნენ მათ სრულწლოვნებამდე. ითვლება, რომ მიჰრიმაჰიც ახდენადა გავლენას ძმაზე. ქალთა სულთანატის პიკი იყო ქიოსემ სულთნის მმართველობა, იგი ორი შვილის (მურად IV და იბრაჰიმ I), ხოლო შემდეგ შვილიშვილის (მეჰმედ IV) სულთნობის პერიოდში აქტიურად ერეოდა ქვეყნის საქმეებში. ქალთა სულთანატი დასრულდა ქიოსემ სულთნის მკვლელობით. ქიოსემის შემდეგ ვალიდე-სულთანი გახდა თურჰან ჰატიჯე სულთანი, რომლის ბრძანებით 1656 წელს დიდ ვეზირად დაინიშნა მეჰმედ-ფაშა. სწორედ ეს დანიშვნა გახდა ქალთა სულთანატის დასრულების მიზეზი[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.