From Wikipedia, the free encyclopedia
აფიფე ნურბანუ სულთანი (დაბადებით. სესილია ვენერ-ბაფო; თურქ. Afife Nûr-Banû Sultan, ოსმ. نور بانو سلطان; დაახლ. 1525 — 7 დეკემბერი, 1583) — ოსმალეთის სულთან სელიმ II-ის ცოლი და მურად III-ის დედა, ჰასეკი, პირველი ვალიდე-სულთანი „ქალთა სულთანატის“ პერიოდში.
აფიფე ნურბანუ სულთანი | |
---|---|
نور بانو سلطان | |
ჰასეკი სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 სექტემბერი, 1566 |
მმართ. დასასრული: | 15 დეკემბერი, 1574 |
წინამორბედი: | ჰიურემ სულთანი |
მემკვიდრე: | საფიე სულთანი |
ვალიდე სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 დეკემბერი, 1574 |
მმართ. დასასრული: | 7 დეკემბერი, 1583 |
წინამორბედი: | აიშე ჰაფსა სულთანი |
მემკვიდრე: | საფიე სულთანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1525 |
დაბ. ადგილი: | პაროსი, კიკლადის კუნძულები, ვენეციის რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი: | 7 დეკემბერი, 1583 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | სელიმ II |
შვილები: |
მურად III ისმიჰან სულთანი გევჰერჰან სულთანი შაჰ სულთანი ფატმა სულთანი |
რელიგია: | მართლმადიდებლობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი |
წარმოშობით ვენეციის რესპუბლიკის ორი გავლენიანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. მისი სახელი იყო სესილია, ან ოლივია. მამამისი, როგორც ითვლება, იყო ნიკოლო ვენერი, ვენეციის კუთვნილი ბერძნული კუნძულის, პაროსის გუბერნატორი, ხოლო დედა ვიოლანტა ბაფო.
სხვა ვერსიის თანახმად, ძირითდად თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, ნურბანუს ნამდვილი სახელი იყო რაქელი და იგი ვიოლანტა ბაფოს და უცნობი ესპანელი ებრაელის შვილი იყო. თუმცა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ეს ვერსია სერიოზულად არ განიხილება.
1537 წელს კაპუდან-ფაშა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ დაიპყრო კუნძული პაროსი. სწორედ ამ დროს 12 წლის სესილია ტყვედ ჩავარდა. შემდეგ გაყიდეს სულთნის ჰარამხანაში და გახდა შეჰზადე სელიმის ფავორიტი. კონიის სანჯაქ-ბეიდ დანიშვნის დროს სელიმმა საკუთარ ჰარამხანაში გაიყოლა სესილია, სადაც მან ჯერ გოგონა, ხოლო 1546 წელს შეჰზადე მურადი გააჩინა[1]. სავარაუდოდ მისი და სელიმის შვილები არიან: შაჰი, ესმეჰანი და ფატმა.
სელიმის მიერ ტახტის დაკავების შემდეგ ნურბანუს მდგომარეობა გართულდა. მას მოუწია სულთნის ჰარამხანის ხელმძღვანელობა გავლენიანი მფარველებისა და დამკვიდრებული კავშირების გარეშე. მალე სელიმმა მამას მიბაძა და ნურბანუ კანონიერ ცოლად შეირთო, მაგრამ ისევე როგორც სულეიმანისა და ჰიურემის კანონიერ ქორწინებაზე, სელიმისა და ნურბანუს ქორწინებაზეც ოსმალური წყაროები არაფერს ამბობენ, ალბათ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა მათ ტრადიციებს.
1574 წელს, სელიმის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ნურბანუსა და სელიმის 28 წლის შვილი მურადი. ნურბანუ გახდა ვალიდე-სულთანი. ისევე როგორც მამამისმა, სულთან მურადმაც ურთიერთობა დაიჭირა მხოლოდ ერთ ხარჭასთან – საფიესთან.
ნურბანუს შვილი ესმეჰანი ცოლად გააყოლეს დიდ ვეზირს მეჰმედ სოკოლუს, ქვეყანაში მეორე პირს, რამაც გაზარდა ვალიდეს გავლენა. პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტისას მურად III ეყრდნობოდა დედის გადაწყვეტილებებს, რომელიც გარდაცვალებამდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ითვლება, რომ ნურბანუს პოლიტიკა იყო პროვენეციური და აქედან გამომდინარე გენუის საწინააღმდეგო. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მან მოწამლა გენუის ელჩი[2]. დაკრძალულია აია-სოფიაში მეუღლის გვერდით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.