მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ფარავანი, ახალქალაქისწყალი[1], ჯავახეთის მტკვარი — მდინარე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. იწყება ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან, ზღვის დონიდან 2073 მეტრზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან, სოფელ ხერთვისთან. სიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი საკმაოდ რეგულირებულია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა აგვისტოდან თებერვლის ბოლომდე. თოში, ყინულნაპირისი, ძგიფი და ყინულსვლა ნოემბრიდან აპრილამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 28,9 მ³/წმ. გამოყენებულია სარწყავად და ჰესებისათვის.
ფარავანი | |
---|---|
მდინარის ხედი ხერთვისის ციხიდან | |
სხვა სახელი | ახალქალაქისწყალი, ჯავახეთის მტკვარი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
სათავე |
ფარავნის ტბა 41°23′51″ ჩ. გ. 43°47′14″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2073 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°28′45″ ჩ. გ. 43°17′01″ ა. გ. |
სიგრძე | 74 კმ |
აუზის ფართობი | 2352 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 28,9 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ფარავანი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.