From Wikipedia, the free encyclopedia
ულმის კამპანია
ულმის კამპანია | |||
---|---|---|---|
მესამე კოალიციის ომის ნაწილი | |||
გენერალი მაკის კაპიტულაცია, შარლ თევენინის ნამუშევარი | |||
თარიღი | 25 სექტემბერი – 20 ოქტომბერი, 1805 | ||
მდებარეობა | ცენტრალური ევროპა | ||
შედეგი | ფრანგების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
ულმის კამპანია ვიკისაწყობში |
ლა-მანშის გადალახვისა და ინგლისში შეჭრის მიზნით ნაპოლეონმა ბულონში დაიწყო არმიის ჩამოყალიბება. დიდ ბრიტანეთს ამ საფრთხემ უბიძგა საფრანგეთის იმპერიის წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნისკენ. დიდი ბრიტანეთის პირველი ევროპელი მოკავშირე რუსეთი გახდა. კოალიციის კიდევ ერთი წევრი ავსტრია გახდა. საფრანგეთთან წინა დაპირისპირებების შედეგად ის მნიშვნელოვნად დაზარალებულიყო და ევროპაში საკუთარი მდგომარეობის აღსადგენად ისიც გახდა საფრანგეთის წინააღმდეგ რიგით მესამე კოალიციაში ჩაბმული.
მესამე კოალიციის შექმნის დაჩქარება ასევე განაპირობა 1804 წლის მარტში ნაპოლეონის მიერ ენგიენის ჰერცოგის სიკვდილით დასჯამ, რაც შემდეგ გახდა კოალიციის შექმნის საბაბი. ევროპული მონარქიების აღშფოთება ასევე გამოიწვია იმან, რომ ჰერცოგი დააკავეს ბადენში ნეიტრალურ ტერიტორიაზე.[3]
გამომდინარე იქიდან, რომ მესამე კოალიციის ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ნაპოელონი ბრიტანეთის დალაშქრისთვის ემზადებოდა, მან საბრძოლო მოქმედებების ძირითად ასპარეზზე ჩართო ბულონის ბანაკში მომზადებული არმია, რომელსაც შემდეგ დიდი არმია ეწოდა. არმია იყოფოდა 7 კორპუსად, რომელსაც სათავეში ნაპოლეონის მარშლები ედგნენ. თითოეულ მათგანში შედიოდა ელემენტები ყველა ტიპის სამხედრო ძალებიდან და წარმოადგენდა პატარა არმიებს, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიდნენ დიდ არმიას. მაშინ, როდესაც კორპუსებს ჰქონდათ დამოუკიდებელი ოპერაციებისა და დახმარების მისვლამდე თავის დაცვის უნარი, როგორც წესი ისინი გადადგილდებოდნენ 1 დღის სავალ მანძილზე ერთმანეთისგან. საერთო ფრონტზე ცალ-ცალკე მარშირება არმიას მობილურობას და მანევრირების უნარს მატებდა, რის მეშვეობითაც ის ხშირად ახერხებდა მოწინააღმდეგე არმიასთან მოულოდნელ მიახლოებას.[4][5] კორპუსებში შემავალი კავალერიისა და არტილერიის გარდა არმიას ასევე გააჩნდა მათი ცალკეული დანოყოფები და საიმპერატორო გვარდია, რომელიც ნაპოლეონის პირადი დაცვის ფუნქციას ასრულებდა. დიდ არმიასთან ერთად ულმის კამპანიაში იბრძოდა 25,000-იანი ბავარიული არმია.[2]
კორპუსი | მეთაური | ინფანტერიის დივიზიონი | კავალერიის დივიზიონი | ბატალიონი | ესკადრონი | საერთო რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|
ბერნადოტი | 2 | 1 | 18 | 16 | 17,737 | |
მარმონი | 3 | 1 | 25 | 12 | 20,758 | |
დავუ | 3 | 1 | 28 | 12 | 27,452 | |
სულტი | 4 | 1 | 40 | 12 | 41,358 | |
ლანი | 2 | 1 | 18 | 16 | 17,788 | |
ნეი | 3 | 1 | 25 | 12 | 24,409 | |
ოჟერო | 2 | — | 16 | 4 | 14,850 | |
მიურატი | — | 6 | 8 | 120 | 23,415 | |
ბესიერი | — | — | 12 | 8 | 6,278 | |
194,045 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.