From Wikipedia, the free encyclopedia
მესამე კოალიციის ომი, რუსეთ-ავსტრია-საფრანგეთის ომი – 1805 წელს მიმდინარე ომი ნაპოლეონ ბონაპარტის საფრანგეთსა და მის წინააღმდეგ შეკრულ კოალიციას შორის, რომელშიც ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი გაერთიანებულიყვნენ. ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებული არმია საფრანგეთის საზღვრებში შეჭრას აპირებდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისინი დაამარცხა. 21 ოქტომბერს ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი. ულმის კამპანიას მოყვა ბრიტანელების წარმატება ზღვაში. 21 ოქტომბერს ვიცე-ადმირალმა ჰორაციო ნელსონმა გაანადგურა ესპანეთისა და საფრანგეთის ფლოტი ტრაფალგარის ბრძოლაში. ამით ბოლო მოეღო ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში. ბრიტანელების წარმატების მიუხედავად რუსეთის არმია გამოუვალ მდგომარეობაში იყო. მაკის არმიის განადგურების შემდეგ მათ უკან რუსეთისკენ დახევა დაიწყეს. მათ დაედევნა ნაპოლეონის არმიაც. რამდენიმე არიერგარდული ბრძოლის მეშვეობით, რუსეთის არმიამ ოლმიცისაკენ დაიხია, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ. 1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცის ბრძოლაში კოზლიციური ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ პრესბურგის ზავს. რუსეთის ჯარები გაიყვანეს რუსეთში.
მესამე კოალიციის ომი | |||
---|---|---|---|
ნაპოლეონის ომების ნაწილი | |||
ნაპოლეონ I აუსტერლიცის ბრძოლაში, ფრანსუა ჟერარის ნამუშევარი | |||
თარიღი | 1805 | ||
მდებარეობა | ევროპა, ტრაფალგარის კონცხი | ||
შედეგი | ანტი ნაპოლეონური კოალიციის დამარცხება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
მესამე კოალიციის ომი ვიკისაწყობში |
ომში მოკავშირეების დამარცხება არ ნიშნავდა ნაპოლეონის ომების დასასრულს. შემდეგ წელს საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი კოალიცია შეიკრა და დაიწყო მეოთხე კოალიციის ომი.
ნაპოლეონის მიერ ლა-მანშის გადალახვისა და ინგლისში შეჭრის საშიშროების ზრდასთან ერთად, იზრდებოდა საფრანგეთის იმპერიის წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნის აუცილებლობა. 1805 წელს, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა უილიამ პიტმა დაიწყო ზრუნვა საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტის შექმნაზე. ამასთან, ინგლისისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა წინააღმდეგობის რაც შეიძლება მალე შექმნა, რადგან იქ აცნობიერებდნენ, რომ თუ ნაპოლეონი შეძლებდა ლა-მანშის გადალახვას, დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარები ვერ შეძლებდნენ მის შეყოვნებას. დიდი ბრიტანეთის პირველი ევროპელი მოკავშირე რუსეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ ის მესამე კოალიციის შექმნის პიტისეულ ინიციატივამდე ემზადებოდა საფრანგეთის წინააღმდეგ ომში ჩართვისთვის. ამის უმთავრესი მიზეზი დასავლეთით გავლენის სფეროს გაფართოება იყო. მაშინ კი, როდესაც საფრანგეთის წინააღმდეგ ომში მას ინგლისური ფული აფინანსებდა და არსებობდა რეალური შანსი იმისა, რომ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვებოდნენ ევროპული მონარქიებიც, რუსეთი, რა თქმა უნდა სიამოვნებით დათანხმდა ომში ჩართვას. ბრიტანეთსა და რუსეთს შორის 1805 წლის აპრილში დაიდო მოკავშირეობის ხელშეკრულება.[1]
კოალიციის კიდევ ერთი წევრი ავსტრია გახდა. საფრანგეთთან წინა დაპირისპირებების შედეგად ის მნიშვნელოვნად დაზარალებულიყო და ევროპაში საკუთარი მდგომარეობის აღსადგენად ისიც გახდა საფრანგეთის წინააღმდეგ რიგით მესამე კოალიციაში ჩაბმული.
მიუხედავად იმისა, რომ პიტმა ავსტრიისა და რუსეთის მსგავსად, პრუსიის კოალიციაში ჩართვა ვერ შეძლო, მისმა მოქმედებამ ინგლისი იხსნა ინტერვენციისგან, რადგან ევროპაში ომის წამოწყებასთან ერთად ნაპოლეონისთვის შეუძლებელი გახდა ბრიტანეთში შეჭრაზე ფიქრი. მართალია კოალიციაში შევიდნენ შვედეთი და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, თუმცა შემდგომ სამხედრო მოქმედებებში მნიშვნელოვანი მონაწილეობა არ მიუღიათ.
მესამე კოალიციის შექმნის დაჩქარება ასევე განაპირობა 1804 წლის მარტში ნაპოლეონის მიერ ენგიენის ჰერცოგის სიკვდილით დასჯამ, რაც შემდეგ გახდა კოალიციის შექმნის საბაბი. ევროპული მონარქიების აღშფოთება ასევე გამოიწვია იმან, რომ ჰერცოგი დააკავეს ბადენში ნეიტრალურ ტერიტორიაზე.[2]
ავსტრიელებმა არმია სამ ნაწილად დაჰყვეს. პირველი არმია ერცჰერზოგი კარლის მეთაურობით ჩრდ. იტალიაში შესაჭრელად ემზადებოდა. კარლის განკარგულებაში 140 ათასი ჯარისკაცი იყო. ავსტრიელების მიერ იტალიაზე ასეთი ყურადღების გადატანა განპირობებული იყო იმით, რომ ამ ტერიტორიაზე აქამდე დომინანტი ავსტრია ნაპოლეონმა იტალიაში ორი კამპანიის შემდეგ სრულად განდევნა იქიდან და იმ პერიოდში საკუთარი ძალები ეყენა, რომელსაც ანდრე მასენა მეთაურობდა.
მეორე არმია 80 ათასი ჯარისკაცისგან შედგებოდა და ბავარიაში შეჭრისთვის იყო გამზადებული. მას გენერალი ერცჰერცოგი ფერდინანდი ხელმძღვანელობდა, თუმცა ფაქტობრივად სამხედრო მოქმედებებს გენერალი კარლ მაკი მეთაურობდა.
მესამე 50 ათასიანი არმია ერცჰერცოგ იოაჰანის მეთაურობით ტიროლში იყო დაბანაკებული და სარეზერვო არმიას წარმოადგენდა. იგი დაპირისპირების განვითარებისამებრ უნდა დახმარებოდა დანარჩენ არმიებს.
ავსტრიის დასახმარებლად განკუთვნილი რუსული სამხედრო ძალები ორად იყო დაყოფილი. ორივე არმია 50 ათასი ჯარისკაცისგან შედგებოდა. პირველს გენერალი კუტუზოვი მეთაურობდა, მეორეს კი გენერალი ბუკსგედევნი. ბუკსგევდენის არმიას ჩრდილოეთით უნდა ემოძრავა, თუმცა საბოლოოდ ორივე არმია კარლ მაკს უნდა შეერთებოდა. (25 აგვისტოს ავსტრიის საზღვარი)
გამომდინარე იქიდან, რომ მესამე კოალიციის ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ნაპოელონი ბრიტანეთის დალაშქრისთვის ემზადებოდა, მან საბრძოლო მოქმედებების ძირითად ასპარეზზე ჩართო ბულონის ბანაკში მომზადებული არმია, რომელსაც შემდეგ დიდი არმია ეწოდა. არმია იყოფოდა 7 კორპუსად, რომელსაც სათავეში ნაპოლეონის მარშლები ედგნენ. თითოეულ მათგანში შედიოდა ელემენტები ყველა ტიპის სამხედრო ძალებიდან და წარმოადგენდა პატარა არმიებს, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიდნენ დიდ არმიას. მაშინ, როდესაც კორპუსებს ჰქონდათ დამოუკიდებელი ოპერაციებისა და დახმარების მისვლამდე თავის დაცვის უნარი, როგორც წესი ისინი გადადგილდებოდნენ 1 დღის სავალ მანძილზე ერთმანეთისგან. საერთო ფრონტზე ცალ-ცალკე მარშირება არმიას მობილურობას და მანევრირების უნარს მატებდა, რის მეშვეობითაც ის ხშირად ახერხებდა მოწინააღმდეგე არმიასთან მოულოდნელ მიახლოებას.[6][7] კორპუსებში შემავალი კავალერიისა და არტილერიის გარდა არმიას ასევე გააჩნდა მათი ცალკეული დანოყოფები და საიმპერატორო გვარდია, რომელიც ნაპოლეონის პირადი დაცვის ფუნქციას ასრულებდა.
კორპუსი | მეთაური | ინფანტერიის დივიზიონი | კავალერიის დივიზიონი | ბატალიონი | ესკადრონი | საერთო რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|
ბერნადოტი | 2 | 1 | 18 | 16 | 17,737 | |
მარმონი | 3 | 1 | 25 | 12 | 20,758 | |
დავუ | 3 | 1 | 28 | 12 | 27,452 | |
სულტი | 4 | 1 | 40 | 12 | 41,358 | |
ლანი | 2 | 1 | 18 | 16 | 17,788 | |
ნეი | 3 | 1 | 25 | 12 | 24,409 | |
ოჟერო | 2 | — | 16 | 4 | 14,850 | |
მიურატი | — | 6 | 8 | 120 | 23,415 | |
ბესიერი | — | — | 12 | 8 | 6,278 | |
194,045 |
დიდი არმიის გარდა საომარ ასპარეზზე იყო ჩართული შედარებით მომცრო არმია, რომელიც იტალიაში იყო გალაგებული და შემდეგში ერცჰერზოგი კარლის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა. არმიას ანდრე მასენა მეთაურობდა. მასთან ერთად იბრძოდა გენერალი ჟან რენიეც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.