From Wikipedia, the free encyclopedia
ტუ-160 (რუს. Туполев Ту-160, ნატოს კლასიფიკაციით Blackjack) — ზებგერითი, მძიმე ბომბდამშენი რომელიც შეიქმნა სსრკ-ში. თავისი კონფიგურაციით თვითმფრინავი წააგავს ამერიკულ B-1 Lancer-ს, მაგრამ ბევრად დიდი და სწრაფია ვიდრე B-1B გააჩნია საბრძოლო მოქმედების უფრო დიდი დიაპაზონი. ეს უდიდესი კეცვადფრთიანი თვითმფრინავია, რომელიც ოდესმე შექმნილა.
ტუ-160 | |
---|---|
რუსეთის სსძ-ის ტუ-160 МАКС-ის ავიაშოუზე 2007 წელს. | |
ფუნქცია | სტრატეგიული ბომბდამშენი |
შემქმნელი | ტუპოლევი |
პირველი გაფრენა | 18 დეკემბერი 1981 |
წარდგენა | 1987/2005 (ოფიციალური) |
სტატუსი | ამჟამად იწარმოება |
მომხმარებლები | რუსეთის სსძ |
რაოდენობა | 35 |
ექსპლუატაციაში შევიდა 1987 წელს, 184-ე ბომბდამშენი ლეგიონის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობდა სსრკ-ში პრილუკის ბაზაზე[1], ტუ-160 იყო უკანასკნელი სტრატეგიული ბომბდამშენი რომელიც საბჭოთა კავშირში აიწყო, მაგრამ კვლავ იწარმოება. დღეისათვის სულ მცირე 16 ერთეული ტუ-160 არის რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზე.
ტუ-160 პილოტები მას „თეთრ გედს“ უწოდებენ მისი მანევრირების და თვითმფრინავის ბოლოზე თეთრი ცეცხლის იზოლატორის გამო.[2]
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამგზავრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უფრო დიდია, ტუ-160 გააჩნია ყველაზე დიდი ასაფრენი წონა სამხედრო თვითმფრინავებს შორის, აგრეთვე ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე.
პირველი შეჯიბრი ზებგერითი მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენისათვის დაიწყო სსრკ-ში 1967 წელს. ახალ თვითმფრინავს უნდა ჰქონოდა კრეისერული სიჩქარე 3 მახზე მეტი, ამერიკულ B-70 Valkyrie-ზე პასუხად. მალე ნათელი გახდა, რომ მსგავსი თვითმფინავი ძალიან ძვირადღირებული და რთული შესაქმნელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყდა მოთხოვნილებების შემცირება (აშშ-ში ბომბდამშენ B-70 პროექტი უკვე შეჩერებული იყო).
რამდენიმე ვარიანტი იქნა შეთავაზებული, თუმცა ისინი არ შეუქმნიათ:
ძირითადი მაჩვენებლები
მოქმედება
შეიარაღება
მსგავსი თვითმფრინავები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.