From Wikipedia, the free encyclopedia
ტუმუკუმაკუს ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიაში, ამაზონის აუზში, ამაპას შტატის ტერიტორიაზე. ესაზღვრება საფრანგეთის გვიანას და სურინამს.
ტუმუკუმაკუს ეროვნული პარკი
Parque Nacional das Montanhas do Tumucumaque | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ამაპა, ბრაზილია |
ფართობი | 38,874 კმ² |
დაარსდა | 2002 წლის 23 აგვისტო |
ბრაზილიის მთავრობისა და ბუნებრივი რესურსების მსოფლიო ფონდის (WWF) თანამშრომლობით, 2002 წლის 23 აგვისტოს გამოაცხადდა ეროვნულ პარკად.
ტერიტორია მოიცავს 38,874 კმ²-ს, რითიც წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ტროპიკული ტყეების ეროვნულ პარკს. ის უფრო დიდია ვიდრე მთელი ბელგია. თუ მას დავუმატებთ მის მოსაზღვრე გვიანის ამაზონის ეროვნულ პარკსაც, რომელიც საფრანგეთის გვიანაში მდებარეობს მაშინ მათი საერთო ფართობი აღწევს 59174 კმ²-ს. ეს არის დაუსახლებელი ტერიტორია და აქვს დიდი ეკოლოგიური ღირებულება. განსაკუთრებით მისი ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით, თევზეულობით, და ენდემური ფრინველების სახეობებით. ის არის იაგუარების, პრიმატების, წყლის კუების, არწივების და მღრღნელების გავრცელების არეალი.
ბრაზილიის ამაპას შტატის უმაღლესი მწვერვალი (701 მ.) მდებარეობს ამ პარკში.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.