ტუმენი (მდინარე)
მდინარე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე From Wikipedia, the free encyclopedia
მდინარე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე From Wikipedia, the free encyclopedia
ტუმენი (ჩინ.: 图们江, კორ. 두만강) — მდინარე, რომლის უმეტესი ნაწილი გაედინება ჩინეთის სახალხო და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის, ხოლო ქვედა დინება ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის. მდინარის ნაკადის 70% წარმოიქმნება ჩინეთში და თითქმის 30% ჩრდილოეთ კორეაში. რუსეთის წილი წყალშემკრები აუზის ფორმირებაში 1%-ზე ნაკლებია. საერთო სიგრძეა - 549 კმ (აქედან რუსეთთან საზღვრის გასწვრივ - 17,3 კმ), აუზის ფართობია - 41,2 ათასი კმ². იაპონიის ზღვაში ჩადინებისას ქმნის უზარმაზარ დელტას, მეტად ცვალებადი ტოტებით, კუნძულებით, ტბებითა და ჭაობებით. წყნარი ოკეანის მეთევზეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლის, ზუენკოს გამოთვლილი მონაცემებით, მდინარის წლიური დინება 5,7 კმ³-ია.[1][2] ჩინეთში მრეწველობის ინტენსიური განვითარების გამო, მდინარის აუზს ეკოლოგიური პრობლემები აქვს. მისი ქვედა დინება გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი მნიშვნელოვან გაჩერებას წარმოადგენს, აღმოსავლეთ აზიის საფრენ გზაზე.
ტუმენი ჩინ.: 图们江, კორ. 두만강 | |
---|---|
ქვეყანა | ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ჰასანის რაიონი |
სიგრძე | 549 კმ |
ტუმენი ვიკისაწყობში |
მდინარის სათავე მდებარეობს ჩანბაიშანის ქედზე, პექტუსანის ვულკანთან[3]. მნიშვნელოვან მანძილზე მდინარე მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში ჩრდილოეთ კორეისა და აღმოსავლეთ მანჯურიის მთებს შორის. შუა წელზე ის იერთებს უდიდეს მარცხენა შენაკადს - მდინარე გაიაჰე ბუერჰატონის შენაკადით, ჰაილანჰე და ვანცინჰე თავისი შენაკადებით, ასევე მდინარე ჰუნჩუნჰე. ქვედა წელზე ის მიედინება მთიან დაბლობზე, იყოფა „მკლავებად“. ქვემო წელზე მარჯვენა სანაპირო მაღალია და შენაკადები არ აქვს. შესაბამისად, ჩინეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბოლო მარცხენა შენაკადი არის მდინარე უციაცზიჩუანი, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდინარე ლებედინაია ბოლო მარცხენა შენაკადია.
ის ჩაედინება იაპონიის ზღვაში კონცხ სესურასთან და მიმდებარედ ქმნის ძალიან ცვალებად დელტას. ადრე, ასევე, ჰქონდა დელტა კუნძულ ნოქტუნდოსთან. ამჟამად მის ადგილზე ჭაობებია შემორჩენილი, სანაპირო ნაწილში კი არხები და ტბები მარილიანი გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ჩრდილოეთ დელტის უძველესი ტოტები, ალუვიური აქტივობის გამო, გამხმარი, ნაწილობრივ დამარილებული და იაპონიის ზღვიდან გამოყოფილია; ისევე როგორც ყუბანის დელტას შემთხვევაში.[4] ყოფილი განშტოებების კალაპოტების უმეტესობა გადაქცეულია დაკლაკნილ ზღვის ყურეებად და გამარილიანებულია. ამჟამად დელტა გადადის ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე. იქვე მდებარეობს კჰინსომის დელტის კუნძულები: სინჯონდე, თორი, ზემო ფუნიონი, ქვემო ფუნიონი, პატარა ფუნიონი, კჰინი, კანგუ და სხვა. მდინარის დელტაში გვხვდება ბევრი ტბაც, მათ შორისაა: ჩიტის, გედის, ლოტოსის (დორიცენი); ჩრდილოეთ კორეაში - სობონპჰო, ტონბონპჰო და ჰიონდამჯი.
მდინარე საკმაოდ წყალუხვია: ზემო წელზე მისი აუზი წელიწადში 1200 მმ-მდე ნალექს იღებს, ქვედაზე - მინიმუმ 500 მმ-მდე. დელტას აქვს ზომიერი მუსონური კლიმატი, საშუალო წლიური ტემპერატურით +7°C (ტუმენის დელტა ყველაზე თბილი ადგილია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში). საშუალო დღიური ტემპერატურა +8°C-ზე დაბლა ეცემა მხოლოდ 1 ნოემბრის შემდეგ.
ზაფხულში მაღალი ტენიანობის და ხანგრძლივი, თბილი, მზიანი და მშრალი შემოდგომის გამო, დელტაში ფლორისა და ფაუნის სუბტროპიკული ელემენტები აღწევს, აზიის სამხრეთ რეგიონებიდან.
მდინარე იყინება ნოემბერში და ლღობას იწყებს მარტსა და აპრილში. მაღალი წყალი ჩნდება გაზაფხულზე, როდესაც ზედა წელზე თოვლი დნება. ამ დრო მისი დონე მატულობს 5-7 მეტრით.
1997 წლის მონაცემებით, ორი დიდი ჩინური ქარხანა ქალაქ შისიანსა და კაიშანტუნში, ასევე რკინის მაღარო მუსანთან ახლოს და ქიმიური ქარხანა ოოდში, სულ, ყოველწლიურად, დაახლოებით 326 მილიონ ტონა გაუსუფთავებელ წყალს ღვრიდა ტუმენის აუზში. შედეგად, ჩინელი მეცნიერების გათვლებით, მდინარის კალაპოტში ნალექების დაგროვების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 0,03 მ-ს აღწევდა. მდინარის აუზში ტყის განადგურება ასევე ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიას და გაზრდილ სიმღვრივეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.